პოლ მაკარტნი ამბობს, რომ ჯონ ლენონს ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა

„არ ვარ დარწმუნებული, რომ მე შევძლებდი იმის გამკლავებას, რაც მან გამოიარა.”
პოლ მაკარტნი და ჯონ ლენონი 1967 წელს
George Stroud/Express/Getty Images

პოლ მაკარტნის აზრით, არსებობს მიზეზი, რის გამოც ჯონ ლენონი ფოტოებში ხშირად დამწუხრებული გამოიყურება. 

რამდენიმე დღის წინ მაკარტნიმ პოდკასტში მისი ახალი წიგნი 1964: Eyes of the Storm მიმოიხილა, რომელშიც The Beatles-ის აქამდე უცნობი 300-მდე ფოტო შედის, რომლებიც მათი ბენდად ჩამოყალიბების პირველ წლებშია გადაღებული. მუსიკოსმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ იყო ზოგიერთ ფოტოში მაშინ ჯერ კიდევ თინეიჯერი ლენონი დამწუხრებული.

„ჯონს მართლაც ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. ბავშვობაში ის დედას ჩამოაშორეს. მამა სახლიდან წავიდა, როცა ჯონი 3 წლის იყო. ჯონი მთელი ცხოვრება ამ პატარა ტრაგედიებში გაიზარდა. და სწორედ ამან გამააზრებინა, თუ რატომ იყო ის ისეთი ემოციური. ყოველთვის ვაღიარებდი მას იმის გამო, თუ როგორ ართმევდა თავს ამ ყველაფერს, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ მეც ასე მოვახერხებდი იმის გამკლავებას, რაც მან გამოიარა.”

წიგნი 1964: Eyes of the Storm სამშაბათს გამოვიდა. „ის, რაც ამ ფოტოებში მიყვარს, არის უმანკოება. ჩვენ არ ვიცოდით,რომ ცნობილები გავხდებოდით. კი, ჩვენ ნამდვილად გვინდოდა ეს, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით,” – ამბობს მაკარტნი წიგნში გამოქვეყნებულ ფოტოებზე. 

მიუხედავად იმისა, რომ ლენონი 1980 წელს მოკლეს, ჰარისონი კი 2001 წელს სიმსივნით გარდაიცვალა, მაკარტნიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით The Beatles-ის ბოლო სიმღერა გამოვა. „ახლახან დავასრულეთ მასზე მუშაობა და ამ წელს უკვე გამოვა. ჩვენ გვქონდა ჯონის ხმა და კლავიში, რომლებიც ერთმანეთისგან ხელოვნური ინტელექტის საშუალებით განვაცალკევეთ. ასე რომ, როცა ვფიქრობდით, თუ რა უნდა ყოფილიყო ჯგუფის უკანასკნელი სიმღერა, ეს გახდა დემო ვერსია, რომელიც ჯონს ჰქონდა. ჩვენ კი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შევძელით, იქიდან მისი ხმა სუფთად აგვეღო.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბილბორდი საავტორო უფლებების შესახებ სასამართლო დავებს განიხილავს

შემდეგი სტატია

ორსული რიანა ფარელის პირველ ლუი ვიტონის კამპანიაში მონაწილეობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი