ალბომის – Dangerously in Love გადაღებაზე ბიონსეს ფოტოგრაფის ჯინსი ეცვა

ალბომის ყდის გადაღებების უცნობი ისტორია ფოტოგრაფმა მარკუს კლინკომ გაამხილა.

ბიონსეს სადებიუტო სოლო ალბომს, სახელწოდებით Dangerously in Love  2023 წლის ივნისში 20 წელი უსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, ალბომის ყდაზე გამოყენებული ფოტოს ავტორმა, მარკუს კლინკომ გადაღებებთან დაკავშირებით აქამდე უცნობი ისტორია  გაამხილა.

ჟურნალ Insider-თან საუბრისას კლინკომ გაიხსენა დრო, როცა ბიონსეს პირველად შეხვდა. ფოტოგრაფის თქმით, ეს იყო 2000 წელს, როცა ბიონსე Destiny’s Child-ის წევრი იყო და ჟურნალ Vibe-ის სტატიისათვის ჯგუფის გადასაღებად მივიდა. „წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყვნენ იქამდე, სანამ Vibe-მა არ დამიქირავა.“ -აღნიშნა მარკუს კლინკომ. „მისი (ბიონსეს) დედა გადაღების სტილისტი იყო. მახსოვს ბიონსეზე ვთქვი – „ის დიდი ვარსკვლავი იქნება, დიდი ქარიზმა აქვს“. დედამისი კი დამეთანხმა და მიპასუხა – „ვიცით“. 

ალბომისათვის Dangerously in Love ბიონსემ კვლავ მარკუს კლინკო დაიქირავა. ვარსკვლავზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლეტიცია კასტას ფოტომ, რომელიც ფოტოგრაფმა რეკლამისათვის გადაიღო. „მან თქვა, რომ ძალიან მოეწონა ეს ფოტო და სურდა ალბომის ყდისათვის რაიმე მსგავსი გადაგვეღო. თავდაპირველად არ ვიცოდი ამ ფოტოს ინტერპრეტაციას რა გზით შევძლებდი“ – აღნიშნა Insider-თან ინტერვიუში კლინკომ.

ბიონსეს დედამ, ტინა ნოულსმა გადაღებაზე ბრილიანტის თვლების იმიტაციით შექმნილი ზედატანი მოიტანა. „Ბიონსეს თავიდან ეს იდეა არ მოეწონა. დედამისს სურდა, მომღერალს ტოპი გრძელ ქვედაბოლოსთან ერთად ჩაეცვა. ბიონსემ კი თქვა, რომ ეს გამოსაშვები საღამოს ლუქს დაემსგავსებოდა და არ სურდა“

ამის შემდეგ კლინკომ ჯინსის ჩაცმა შესთავაზა, რაზეც ბიონსემ უპასუხა, რომ გადაღებაზე არ ჰქონდათ წამოღებული. „შეგიძლია ის ჯინსი მოირგო, რომელიც ახლა მაცვია“ – უთხრა ფოტოგრაფმა, რაზეც ვარსკვლავი დასთანხმდა.

ასე დაიბადა ალბომის Dangerously in Love ყდა. როგორც ფოტოგრაფი აღნიშნავს, ბიონსემ ამ გადაღებებისათვის ბევრი იშრომა. კლინკომ ასევე გაამხილა, რომ პოზირებისას მკლავების მაღლა აწევა თავად არტისტის იდეა იყო და საბოლოო კადრად, სწორედ ეს მომენტი შეირჩა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფარელ უილიამსის სადებიუტო მოდის ჩვენებას პარიზში ცნობილი ვარსკვლავები დაესწრნენ

შემდეგი სტატია

პრისცილა პრესლისა და ელვის პრესლის სიყვარულის ამბავი კინოფილმ Priscilla-ს ტრეილერის მთავარი სცენაა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი