„გოგო არ!” –  Lua-ს პირველი ქართულენოვანი სიმღერა

„არაერთხელ ვყოფილვარ გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი და დღემდეა ეგ კლიშეები ჩემ გარშემო.”
Lua

Lua-მ ახალი სინგლი გამოსცა სახელწოდებით გოგო არ!”.  სიმღერა სოციალური თემატიკის მატარებელია და ერთგვარი პროტესტია საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ.

Lua:

„Სიმღერა კლიშეებზეა, რომლებიც საქართველოში ძალიან არის დამკვიდრებული. გოგოებს და ბიჭებს ძალიან სექსისტურად ყოფენ და ბავშვობიდან ასწავლიან, რომ გოგომ ეს არ უნდა გააკეთოს და ბიჭმა – ეს. თავადაც არაერთხელ ვყოფილვარ ამ სტერეოტიპების მსხვერპლი და დღემდეა ეგ კლიშეები ჩემ გარშემო. შეიძლება ითქვას, რომ ეს სიმღერა ამ ყველაფრის პროტესტია. 

ტექსტი ძირითადად გოგოზეა, რადგან თავად გოგო ვარ და ჩემთვის რაც უფრო ორგანულია, იმაზე ვწერ – რაც პირადად მე და ჩემს მეგობრებს შეჰხებიათ. თუმცა ბიჭზეც არის პატარა ტექსტი, რაც ვიცოდი ჩემი გამოცილებით, რასაც, მაგალითად, ჩემს ძმას უკრძალავდნენ ან ჩემს ბიჭ მეგობრებს, მაგრამ ძირითადად გოგოებზეა, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის, აი, ფემინისტური სიმღერა, რომელიც, ვთქვათ, მხოლოდ გოგოებზეა. ეს სტერეოტიპები ყველას ეხება. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს სიმღერა არ არის მოწოდება, რომ გოგომ აუცილებლად უნდა შეიგინოს ან რაღაც გააკეთოს. აქ აქცენტი და პროტესტი არის გენდერულად დაყოფაზე, რომ რაღაც ბიჭს შეუძლია და გოგოს არა, ან – პირიქით.”

გოგო არ!” კიდევ ერთი რამით არის მნიშვნელოვანი – ის Lua-ს შემოქმედებაში პირველი ქართულენოვანი სიმღერაა. 

„სულ პირველი ქართული ტექსტი ძალიან ადრე დავწერე, მაგრამ მერე აღარ მივუბრუნდი, რადგან ვიფიქრე, რომ არ მიხდებოდა. შემდეგ ეს რომ დავწერე, ამაზეც ეჭვქვეშ ვიყავი. ვფიქრობდი, ცოტა „ქრინჯობა” ხომ არ იყო. მაგრამ მერე მეგობრებს ვანახე და ყველას იმდენად მოეწონა, მეც ვიფიქრე, რომ არც ისე ცუდია. არ ვარ მიჩვეული ქართულად სიმღერას და თავიდან ცოტა უცნაური იყო ჩემთვის. თუმცა ამ სიმღერის მერე რაღაც მეორე სუნთქვა გამეხსნა და ახლა სულ ქართულად მომდის ტექსტები. ჯერ ერთი, ქართულ პუბლიკას ქართული ტექსტი მაინც სხვანაირად ესმის, მით უმეტეს, როცა სოციალური თემატიკაა. თან ეს თემა ძალიან ქართულია და ქართული პრობლემა ქართულად უნდა იმღერო.”

სადებიუტო ქართულენოვანი სინგლის შემდეგ Lua კიდევ ერთ ქართულ სიმღერაზე მუშაობს, რომელსაც მსმენელს უახლოეს მომავალში წარუდგენს. მუსიკოსი ამ კომპოზიციებს მის მიერ ახლახან შექმნილ გოგოების ბენდთან ერთად ქმნის.

„ჩემი მეგობრებისგან შევქმენი ბენდი. სამნი ვართ – დრამი, ბასი და მე გიტარაზე ვუკრავ. ეს ტრეკიც ჩვენი საერთო ნამუშევარია. ზოგადად ბენდი Open Air-სთვის გავაკეთე დაახლოებით ორი თვის წინ და ახლა ისე მოგვწონს ერთად, რომ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას. Ბენდი ისედაც ყოველთვის მინდოდა. უბრალოდ გოგოების ბენდი იყო საინტერესო ჩემთვის, რომ, აი, რას მოიტანს კონკრეტულად გოგოების ბენდი. Რალურად კი მივხვდი, რომ უფრო მეგობრული გარემო გვაქვს და ეგ ძალიან მომწონს. ასე რომ, ვიმუშავებ როგორც ბენდთან, ასევე სოლო შემსრულებლადაც. მე ზოგადად ორი პროფილი მაქვს: ერთი შეიძლება ბენდთან ერთად ცოტა მძიმე მუსიკა დავუკრა და მეორეა აკუსტიკური პროფილი, რომელიც ძალიან მიყვარს და იმ ინტიმურ გარემოს, რომელიც მხოლოდ ჩემსა და მსმენელს შორისაა, ნამდვილად ვერ დავკარგავ. ასე რომ, ამიერიდან ეს ორი პროექტი იქნება ერთ Lua-ში გაერთიანებული.” 

მოუსმინეთ სიმღერას „გოგო არ!”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rejjie Snow და DEENA „Billboard საქართველოსთვის“ – ინტერვიუ არტისტებს შორის

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეიმ ფანებს კონცერტზე დაგვიანებისთვის ბოდიში მოუხადა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი