The Great Georgian Songbook – მუსიკოსმა გიორგი მიქაძემ პარიზის ხმისჩამწერ სტუდიაში ალბომი ჩაწერა

გიორგი მიქაძე
ფოტო: ევა კაპანაძე

გიორგი მიქაძე იმ ქართველი მუსიკოსების რიგებს მიეკუთვნება, ვინც თანამედროვე მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში თავი დაიმკვიდრეს. ხელოვანის მუსიკალური შემოქმედება მრავალმხრივია: იგი ავტორიტეტული სასწავლებლის – Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორია და საკომპოზიტორო, საშემსრულებლო, საპროდიუსერო საქმიანობასთან ერთად, პედაგოგიური მიმართულებითაც მოღვაწეობს. 

გიორგი მიქაძის მუსიკალურ შემოქმედებაში ამჯერად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. იგი ამჟამად საფრანგეთში იმყოფება, სადაც პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხმისჩამწერ სტუდიაში Studio SEXTAN საავტორო პროექტი The Great Georgian Songbook („ქართულ სიმღერათა კრებული“) ჩაწერა. მუსიკალური ალბომის მასტერინგსა და მიქსინგზე ნიუ ორლეანის „გრემის“ მფლობელმა ხმისჩამწერმა სტუდია Esplanade Studios-მა იმუშავა. გიორგი მიქაძის საავტორო ალბომის The Great Georgian Songbook ჩაწერის და გამოცემის გენერალური სპონსორია Club Iveria.

განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტის ინსპირაცია; ალბომის შთაგონებად ცნობილ ქართველი კომპოზიტორების კინო და თეატრალური მუსიკის შედევრები იქცა, ის ნაწარმოებები, რომლებიც ქართული მუსიკის ოქროს ფონდს წარმოადგენს. ალბომში შესულია გია ყანჩელის, ჯანსუღ კახიძის, დავით თორაძის, სულხან ცინცაძის, შოთა მილორავას, ნოდარ გაბუნიას, რუსუდან სებისკვერაძის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები. მუსიკოსმა სწორედ ამ ნამუშევრების საფუძველზე შექმნილი სიმღერები კრებულად გააერთიანა და თანამედროვე მსოფლიოს ახალი სახით წარუდგინა. 

ალბომში შესული სიმღერის არანჟირება კლასიკური ჯაზ-ტრიოს ფორმატშია გადაწყვეტილი. მუსიკოსი შემოქმედებით პროცესს პროფესიონალიზმით და მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდება: ავტორისეულ პირველწყაროს და სტილისტურ ესთეტიკას გიორგი მიქაძე ჯაზ-სტანდარტის კლასიკურ ფორმაში აქცევს. ჯაზ-ტრიოს შემადგენლობაში არიან გიორგი მიქაბერიძე (ფორტეპიანო), რაფაელ პანიე (დასარტყამი საკრავები) და ფრანსუა მოუთა (კონტრაბასი).

მუსიკალური პროექტის მიზანია მრავალრიცხოვანმა საერთაშორისო აუდიტორიამ ქართველი კომპოზიტორები აღმოაჩინოს და მათი შემოქმედება გაიცნოს. გიორგი მიქაძემ ქართული მუსიკალური შემოქმედება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  გამართულ კონცერტზე წარადგინა. განსაკუთრებითთ აღსანიშნავია 20 აპრილის Harvard University-ში გამართული კონცერტი და ვაშინგტონის უძველეს ჯაზ-კლუბში – Blues Alley-ში 21 მაისის კონცერტი, რომელიც საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად შედგა.

გიორგი მიქაძე პროექტს 5 ივლისს, ბაქოს საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე, Baku Summer Jazz Days წარადგენს.

გიორგი მიქაძის პროექტის ორგანიზატორების და გენერალური სპონსორის Club Iveria-ს ინიციატივით, The Great Georgian Songbook-ის ალბომის პრეზენტაცია და კონცერტი თბილისში დეკემბრის თვეში შედგება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის ფანმა კონცერტზე დასწრებისას თავისი ვინაობა დამალა

შემდეგი სტატია

ტვიტერმა პოსტების ნახვის რაოდენობა შეზღუდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი