ტვიტერმა პოსტების ნახვის რაოდენობა შეზღუდა

ამ დროისათვის სოციალური ქსელის მომხმარევლები უკვე გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ ქსელში შესვლას ვერ ახერხებენ.
ფოტო: კრისტოფერ ფურლონგი

ტვიტერის მფლობელის, ილონ მასკის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებისთვის პოსტების ნახვის დღიური რაოდენობა შეიზღუდა. როგორც მასკმა ახსნა, ეს ცვლილება პოტენციურად ღირებული მონაცემებით და სისტემით მანიპულაციის პრევენციას ემსახურება.

ტვიტერის პლატფორმა ამიერიდან ე.წ. ტვიტებისა და პროფილების სანახავად მომხმარებლებისაგან სისტემაში შესვლას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალა ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო. ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო ენახა პლატფორმაზე გავრცელებული პოსტები და პროფილები მაშინაც კი, თუ  უბრალოდ ტვიტერის ვებ-გვერდს სტუმრობდა. 

ახალი რეგულაციის მიხედვით, მომხმარებლები შესაძლოა ტვიტერიდან ერთი დღით დაიბლოკონ, თუ ისინი დაწესებული რაოდენობის პოსტზე მეტს იხილავენ. ამ დროისათვის სოციალური ქსელის მომხმარევლები უკვე გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ ქსელში შესვლას ვერ ახერხებენ. 

მასკის განცხადებით, არავერიფიცირებული მომხმარებლები დღეში 600 პოსტს, ვერიფიცირებული მომხმარებლები კი 6000 პოსტს იხილავენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Great Georgian Songbook – მუსიკოსმა გიორგი მიქაძემ პარიზის ხმისჩამწერ სტუდიაში ალბომი ჩაწერა

შემდეგი სტატია

Coldplay-ის კონცერტის მსვლელობისას ბენდს სცენაზე როჯერ ფედერერი შეუერთდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი
TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი
სინდი ლოპერი 2025 წლის 11 თებერვალი OKPAKO/WIREIMAGE

სინდი ლოპერის თქმით, როცა გრეისი აბრამსის ეს სიმღერა პირველად მოისმინა, ატირდა

“მომწონს ის რიტმი, რასაც შენს სიმღერებში ქმნი, ეს სწრაფი ტექსტები საოცრად ეფექტურია.“ - უთხრა სინდი ლოპერმა გრეისი აბრამსს.
მეტი

ჯიმი კიმელი ABC-ის ეთერში დაბრუნდა – წამყვანმა მონოლოგში შოუს შეჩერებასა და ჩარლი კირკზე გაკეთებულ კომენტარებზე ისაუბრა

„არ მინდოდა ახალგაზრდა კაცის მკვლელობის სიმძიმის გაუფასურება. სინამდვილეში, პირიქით მინდოდა მესაუბრა. ზოგიერთისთვის ეს, შესაძლოა, არასწორ დროს ნათქვამად ან გაურკვევლად ჟღერდა. ან ორივე ერთად,” – განმარტა კიმელმა.
მეტი

კიმ კარდაშიანის ძვირფასეულობის გატაცების საქმეში ეჭვმიტანილი სასამართლოზე პასუხისმგებლობის აღებას გეგმავს

სასამართლო პროცესი 2016 წლის ძარცვას ეხება. განხილვა 28 აპრილს პარიზში დაიწყება.
მეტი

„ტიკტოკის” თქმით, ტრამპის განცხადების შემდეგ ის აშშ-ის მომხმარებლებისთვის სერვისების აღდგენას ცდილობს

„გუგლმა” და „ეფლმა”, ფედერალური აკრძალვის თანახმად, აპლიკაცია უკვე ამოიღეს ციფრული მარკეტებიდან.
მეტი