Coldplay-ს ემოციური გზავნილი ელტონ ჯონს – „ჩვენ თქვენი მადლიერი ვართ“

საკულტო მუსიკოსის გამოსამშვიდობებელი კონცერტი შვედეთში, 8 ივლისს ჩატარდა.
ელტონ ჯონის ბოლო ტურნე სახელწოდებით - Farewell Yellow Brick Road, პარიზი, 2022 წლის 11 ივნისი. ფოტო: ემანუელ დუნანდი
ელტონ ჯონის ბოლო ტურნე სახელწოდებით – Farewell Yellow Brick Road, პარიზი, 2022 წლის 11 ივნისი. ფოტო: ემანუელ დუნანდი

8 ივლისს, სტოკჰოლმის Tele2 Arena-ზე ელტონ ჯონის გამოსამშვიდობებელი ტურნეს ბოლო კონცერტი გაიმართა. პარალელურად შვედეთში გოტებორგში კრის მარტინის კონცერტი იმართებოდა, რა დროსაც ელტონ ჯონის სცენაზე პირდაპირი ეთერით ეკრანზე Coldplay-ს მიმართვა გადაიცა. 

კრის მარტინმა  მომღერალს პატივი მიაგო და გულისამაჩუყებელი სიტყვები წარმოთქვა. „ელტონ, მადლობა ყველა ჩვენგანისგან, ყველა არტისტისგან რომელიც შენ გიყვარს, ეხმარები და შთააგონებ, ჩვენ უბრალოდ ძალიან გვიყვარხარ. მადლობელი ვართ ყველაფრისთვის რაც ჩვენთვის გააკეთე, რაც AIDS ფონდისთვის გააკეთე. შენ ყოველთვის კეთილგანწყობილი იყავი ყველას მიმართ, მადლობა იმისთვის რაც ლგბტ წარმომადგენლებისთვის გააკეთე, რაც მუსიკისთვის გააკეთე, ჩვენ ძალიან გვიყვარხარ და მოგვენატრები“ – თქვა კრის მარტინმა. 

ელტონ ჯონის ტურნე Farewell Yellow Brick Road 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და მსოფლიოს გარშემო 330 კონცერტი ჩატარდა. ტურნეს შემოსავალმა 910.4 მილიონი დოლარი შეადგინა. 

Goodbye Yellow Brick Road ტურნეს ფინალურ სიმღერამდე ელტონ ჯონმა აუდიტორიას მიმართა: „ყველაზე მშვენიერი კარიერული გზა გავიარე, ორმოცდათორმეტი წელი სცენაზე ხალისით ვუკრავდი. თუმცა იცით რა? მე აქ არ ვიქნებოდი და ვერ დაგელაპარაკებოდით რომ არა თქვენ. იყიდეთ დისკები, ალბომები, კასეტები და რაც მთავარია იყიდეთ კონცერტის ბილეთები. ყველაზე მეტად ცოცხალი მუსიკის შესრულება მიყვარს. ეს მე სიცოცხლისუნარიანობას მანიჭებს. თქვენ არაჩვეულებრივები იყავით. მე აღარ მექნება ტურნეები, თუმცა მომავალში შესაძლოა ერთჯერადად რამე შემოგთავაზოთ.

მინდა პატივისცემა გამოვხატო ჩემი ოჯახის მიმართ, ჩემი შვილების, ჩემი ქმრის და ყველას მიმართ. მე ამ საღამოს არ ვნანობ. მადლობა ბენდს, ტექნიკურ ჯგუფს, ძალიან მომენატრებით ბიჭებო. ვფიქრობ ბევრად მალე გნახავთ ვიდრე თქვენ გგონიათ. მიყვარხართ.“ 

ნახეთ ელტონ ჯონის ტურნეს Goodbye Yellow Brick Road-ს ფინალური კონცერტი აქ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბილი აილიში 2023 წლის Met Gala-ზე. ნიუ-იორკი. ფოტო: კრისტოფერ პოლკი

ბილი აილიში კონცერტის დროს არტისტების მისამართით საგნების სროლის ფაქტებს ეხმიანება

შემდეგი სტატია

Barbie-ის საუნდტრეკზე მუშაობისას, ნიკი მინაჟმა არაერთი სიმღერის ვერსიაზე თქვა უარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი