გასულ კვირას ჰარი სტაილსი და Drake-იც დაზარალდნენ, კონცერტის მსვლელობის დროს გულშემატკივრებმა არტისტებს ნივთები ესროლეს.
ბილი აილიში ამ ინციდენტებს ფილმ Barbie-ს, მსოფლიო პრემიერაზე, Hollywood Reporter-თან საუბრის დროს გამოეხმაურა. „უკვე მეექვსე წელია სცენაზე ნივთებს მესვრიან, არ ვიცი რატომ გახდა ეს ახალი ამბავი. აუდიტორია ღელავს, და ეს შეიძლება არტისტებისთვის საშიში იყოს.“
ბილი აილიშის ძმამ Finneas-მა The Hollywood Reporter-თან საუბრის დროს აღნიშნა რომ „თაყვანისმცემლებს ხშირად არ სურთ არტისტი დააზიანონ, ეს არ ჰგავს XIX საუკუნეში დაბრუნებას, რა დროსაც შემსრულებელს გაფუჭებულ პომიდორს ან ხილს ესროდნენ.“
ბილი აილიშის თქმთ უმეტესად ტელეფონებს სელფის გადაღების მიზნით ისვრიან, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს აღმაშფოთებელია. „მე არაერთგვაროვნად აღვიქვამ ამას, ვიცით, რომ ეს ქმედებები მათი მხრიდან სიყვარულის გამოხატვაა, თუმცა ამ დროს არტისტი დაუცველა, მე წლებია სცენაზე სხვადასხვა საგნებს მესვრიან.“
ნახეთ ბილი აილიშის და მისი ძმის Finneas ვიდეო:
Billie Eilish & Finneas tell The Hollywood Reporter on the pink carpet of the #Barbie World Premiere that they felt "inspired" to write a song after watching the film pic.twitter.com/nXgi0LINL0
— The Hollywood Reporter (@THR) July 10, 2023