The Chemical Brothers სტუდიურ ალბომს აანონსებს

ალბომი სახელწოდებით For That Beautiful Feeling 8 სექტემბერს გამოიცემა.
ფოტო: ჰემიშ ბრაუნი

The Chemical Brothers რიგით მე-10 სტუდიურ ალბომს, სახელწოდებით For That Beautiful Feeling 8 სექტემბერს გამოსცემს. LP პირველი მუსიკალური ჩანაწერია მას შემდეგ, რაც The Chemical Brothers-ის 2019 წლის ალბომი  No Geography გამოვიდა. No Geography საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის კატეგორიაში ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის რჩეული გახდა. ტრეკმა სახელწოდებით Eve Of Destruction კი გრემის ჯილდო საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერის ნომინაციაში მიიღო. 

დაანონსებული ალბომი For That Beautiful Feeling 11 ტრეკს აერთიანებს. Მათ შორის არის უკვე გამოქვეყნებული სინგლები – No Reason, The Darkness That You Fear და Live Again. 19 ივლისს The Chemical Brothers-მა ტრეკზე Live Again გადაღებული მუსიკალური ვიდეოც გამოაქვეყნა. ვიდეოს რეჟისორები Dom & Nic არიან – რეჟისორების დუეტი, რომლებიც The Chemical Brothers-თან უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ. 

For That Beautiful Feeling ინგლისში The Chemical Brothers-ის სტუდიაში ჩაიწერა. გავრცელებულ პრეს რელიზში ალბომი აღწერილია, როგორც „ჩანაწერი, რომელიც აღწერს იმ მომენტს, როცა მუსიკა სრულიად გიპყრობს. ეს არის ალბომი, რომელიც ზუსტად იმ მომენტს ასახავს, როცა კონტროლს კარგავ, მუსიკას ნებდები და საშუალებას აძლევ უხილავი ძაფებით გმართოს.“

ალბომის გამოსვლის შემდეგ, 26 ოქტომბერს The Chemical Brothers-ის შესახებ წიგნი, სახელწოდებით Paused in Cosmic Reflection გამოიცემა. წიგნი მკითხველს ელექტრონული მუსიკალური ჯგუფის 30-წლიანი კარიერის შესახებ უყვება. Paused in Cosmic Reflection ასევე აერთიანებს ჯგუფის კოლეგების და მეგობრების ინტერვიუებს. მათ შორის არის: ნოელ გალაჰერი, აურორა, Beck და სხვები. ეს ძირითადად ის მუსიკოსები არია, ვისთანაც The Chemical Brothers-ს სხვადასხვა დროის მუსიკალური  კოლაბორაცია აკავშირებს. 

ნახეთ The Chemical Brothers-ის მუსიკალური ვიდეო Live Again:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქართველი არტისტი ელექტრონული მუსიკის მსოფლიო სცენაზე – „Billboard საქართველოს“ ინტერვიუ Nitepunk-თან

შემდეგი სტატია

ნახეთ ჰარი სტაილსის ახალი ვიდეოკლიპი სიმღერაზე Daylight

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი