ქარდი ბი მიკროფონის სროლისთვის არ გასამართლდება

ლას-ვეგასის პოლიციამ განაცხადა, რომ მომღერალი ყველანაირი ბრალდებისგან განთავისუფლდა.
ქარდი ბი 2023 წლის Met Gala-ზე
Jamie McCarthy/Getty Images

ლას-ვეგასის პოლიციამ ქარდი ბის ინციდენტი გამოიძია. მომღერალმა სცენიდან მიკროფონი ესროლა ფანს, რომელმაც მას დარბაზიდან სასმელი შეასხა. 

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. მსხვერპლმა საჩივარი დაწერა, ლას-ვეგასის პოლიციამ Billboard-ს დაუდასტურა, რომ მომღერალი ყველანაირი ბრალდებისგან თავისუფალია.  

„ინციდენტის ყოვლისმომცველი გამოძიების შედეგად საქმე დაიხურა, საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო. ამ საქმეზე არ დადგება არანაირი სამართლებრივი პასუხისმგებლობა,” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

განცხადება გაავრცელეს ქარდი ბის ადვოკატებმაც, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ინფორმირებულნი იყვნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ. „ქარდი ბის სახელით ჩვენ ვაფასებთ ლას ვეგასის პოლიციის გულმოდგინე და სწრაფ გადაწყვეტილებას აღნიშნულ საქმეზე.”

ვიდეოში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, 30 წლის მომღერალი მიკროფონს ესვრის ფანს, რომელმაც ქარდი ბის სიმღერის დროს სასმელი შეასხა. 

ფანმა საჩივარი დაწერა და ამტკიცებდა, რომ მომღერლის ნასროლი მიკროფონით დაზიანება მიიღო. მისი ვინაობა კონფიდენციალური რჩება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტონი ბენეტის მეუღლემ მომღერლის უკანასკნელი სიტყვები გაამხილა

შემდეგი სტატია

FKJ რაჭის ტრაგედიას ეხმაურება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

ამ კვირას ჯგუფისა და ლოს-ანჯელესის კინოორკესტრის ერთობლივ კონცერტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვა.
მეტი
მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი

სელენა გომესმა ახალი ალბომის კიდევ ერთი ვერსია წარადგინა და ბონუსად 8 წლის წინანდელი სიმღერა – Stained გამოუშვა

„ფაქტობრივად, თითოეულ სიმღერაზე პატარა ისტორიას ვყვები, რათა ავხსნა, თუ რას ვგრძნობ და როგორ ვხედავ მათ,” – აღნიშნა მომღერალმა.
მეტი