ილონ მასკის თქმით, მისი და მარკ ცუკერბერგის ორთაბრძოლა X-ზე გადაიცემა

„მთელი შემოსავალი მოხმარდება ქველმოქმედებას ვეტერანებისთვის.”
ილონ მასკი
Theo Wargo/GI for TIME

ილონ მასკი ამბობს, რომ მისი პოტენციური ბრძოლა მარკ ცუკერბერგთან სოციალურ პლატფორმა ტვიტერზე გადაიცემა, რომლის ახალი სახელიც X-ია.

ორი მილიარდერი ერთმანეთთან დაპირისპირებაზე ივნისში შეთანხმდა. ცუკერბერგი აქტიურად ვარჯიშობს საბრძოლო ხელოვნებაში. წელს მან ჯიუ-ჯიცუს შეჯიბრში მონაწილეობის შესახებაც დაპოსტა. 

„ცუკერბერგისა და მასკის ბრძოლა პირდაპირ ეთერში X-ზე გადაიცემა,”- დაწერა მასკმა პოსტში. „მთელი შემოსავალი მოხმარდება ქველმოქმედებას ვეტერანებისთვის.” 

მანამდე მასკი ამბობდა, რომ ორთაბრძოლისთვის სიმძიმეების აწევით ემზადებოდა. „ვარჯიშის დრო არ მქონდა, ამიტომ ესენი სამსახურში მოვიტანე,” – წერდა მასკი.

შედგება თუ არა რეალურად მასკისა და ცუკერბერგის დაპირისპირება, ეს ჯერ კიდევ უცნობია. მაგრამ თუ ეს ბრძოლის შეთანხმება მხოლოდ იუმორია, შეიძლება ითქვას, რომ ამ ხუმრობამ საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო.

ყველაფერი მასკმა დაიწყო, რომელიც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ Meta აპირებდა ტვიტერის ახალი კონკურენტის გაშვებას სახელწოდებით Threads. მასკმა ირონიულად დაწერა, რომ სამყარო „ექსკლუზიურად ცუკერბერგის კონტროლის ქვეშ ექცევა”. შემდეგ კი ერთ-ერთმა მომხმარებელმა მას ხუმრობით შეახსენა ცუკერბერგის ჯიუ-ჯიცუთი გატაცების შესახებ. 

„მზად ვარ რინგზე გასვლისთვის, თუ ისიც თანახმაა”, – უპასუხა კომენტარს მასკმა. 

X-ისა და Meta-ს წარმომადგენლებს, ასევე Ultimate Fighting Championship-ს, რომელსაც სავარაუდო ორთაბრძოლის გასამართი ადგილი ეკუთვნის, აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ბარბი” მილიარდერთა კლუბს უერთდება და ქალი რეჟისორების ახალ რეკორდს ხსნის

შემდეგი სტატია

ბიონსემ მეტროს სამუშაო საათების გახანგრძლივებისთვის 100 000 დოლარი გადაიხადა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი