„ბარბი” მილიარდერთა კლუბს უერთდება და ქალი რეჟისორების ახალ რეკორდს ხსნის

გრეტა გერვიგის ფილმმა ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებისგან ამ უიკენდზე დამატებით 53 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
რაიან გოსლინგი და მარგო რობი ფილმში „ბარბი”

გრეტა გერვიგის „ბარბის” ბილეთების გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ სამ კვირაში მილიარდი დოლარი შეადგინა და მოხსნა ქალი რეჟისორების რეკორდი, რომელიც პეტი ჯენკინსს ეკუთვნოდა ფილმისთვის Wonder Woman. 

გრეტა გერვიგის ფილმმა ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებისგან ამ უიკენდზე დამატებით კიდევ 53 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თანამედროვე ისტორიაში მხოლოდ 53 ფილმია, რომელსაც ბილეთების გაყიდვით მილიარდ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული. ამ ეტაპზე „ბარბის” ქალების თანარეჟისორობით შექმნილი კიდევ სამი ფილმი უსწრებს. ესენია: Frozen (1.3 მილიარდი დოლარით), Frozen 2 (1.45 მილიარდი დოლარით) და Captain Marvel (1.1 მილიარდი დოლარით). თუმცა „ბარბიმ” ადგილობრივ ბაზარზე უკვე გაუსწრო Captain Marvel-ს და ქალი რეჟისორის გადაღებულ ფილმებში ჩრდილოეთ ამერიკის ახალი რეკორდი დაამყარა.

ამ ეტაპზე მეორე ადგილზეა ახალი ანიმაციური ფილმი Meg 2: The Trench. მესამე ადგილს კი კრისტოფერ ნოლანის Oppenheimer იკავებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი შოპენის ფესტივალზე გამოსვლას შოვში დაღუპულ ადამიანებს უძღვნის

შემდეგი სტატია

ილონ მასკის თქმით, მისი და მარკ ცუკერბერგის ორთაბრძოლა X-ზე გადაიცემა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი