ტეილორ სვიფტი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდი სუპერვარსკვლავად იქცა. არიზონას უნივერსიტეტის ახალი კურსი კი იკვლევს იმას, თუ რა შეიძლება ისწავლონ ფსიქოლოგებმა მისი კარიერისგან.
კურსი სახელწოდებით Psychology of Taylor Swift — Advanced Topics of Social Psychology ხელმისაწვდომი შემოდგომიდან იქნება და მას ალექსანდრა უორმლი გაუძღვება. „კურსი მთელი სემესტრის განმავლობაში გამოიყენებს ტეილორ სვიფტს, როგორც მაგალითს სხვადასხვა ფენომენის ასახსნელად – ჭორის, ურთიერთობების, შურისძიების,” – ამბობს უორმლი და ამატებს, რომ „კურსი არ არის სემინარი იმაზე, თუ რამდენად მოგვწონს ან არ მოგვწონს სვიფტი – ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ ფსიქოლოგიას.”
მისი თქმით, კურსის ფარგლებში სვიფტის ალბომებიდან თემებს ფსიქოლოგიასთან დააკავშირებს. მაგალითად კი 2017 წლის Reputation მოჰყავს. „ტეილორის მეექვსე ალბომი Reputation არის ერთგვარი დაბრუნება ყურადღების ცენტრიდან გაქრობის შემდეგ კარდაშიანი-უესტის კონფლიქტის გამო. ტეილორი შურს იძიებს მათზე და გამოსცემს საოცრად წარმატებულ ალბომს თავისი ტურნეთი. სტუდენტებმა ეს იციან, მაგრამ იციან, რატომ მოგვწონს შურისძიება? იციან, როგორ ხდება შურისძიება? სოციალურ ფსიქოლოგიას აქვს ამაზე პასუხები.”
სვიფტი ბოლო დროს არაერთი უნივერსიტეტის სწავლების საგანი გახდა. 2022 წლის თებერვალში ნიუ-იორკის უნივერსიტეტმა პირველმა წამოიწყო კურსი მომღერლის შესახებ. გასული წლის აგვისტოს ტეხასის უნივერსიტეტმა შექმნა კურსი სახელწოდებით The Taylor Swift Songbook. ბოლოს კი სტენფორდმა გამოაცხადა ზამთრის სემესტრის კურსი All Too Well (10 Week Version), რომელიც მიზნად ისახავს სვიფტის სიმღერის ემოციური ტექსტის ღრმა ანალიზს.