დამიან სკოტი ნიუ-იორკში Billboard-ის ჰიპ-ჰოპისა და R&B მიმართულებას უხელმძღვანელებს

მანამდე სკოტი ისეთ კომპანიებში მუშაობდა, როგორებიცაა UnitedMasters, Dreamville Ventures, Complex Media და სხვა.
დამიან სკოტი
David Cabrera

Billboard-ის ერთ-ერთი ახალი რედაქტორი დამიან სკოტი იქნება. იგი ნიუ-იორკის, კონკრეტულად კი ჰიპ-ჰოპისა და R&B მიმართულებას უხელმძღვანელებს. სკოტის მოვალეობებში შედის ადგილობრივი აუდიტორიის გაზრდა ახალი ამბებით, ვიდეო და სოციალური კონტენტითა და სხვადასხვა ღონისძიებით.

„გვიხარია, რომ ბორტზე დამიანი შემოგვიერთდა,” – აღნიშნა ჰანა კარპმა, Billboard-ის სარედაქციო პოლიტიკის ხელმძღვანელმა. „დამიანის გამოცდილება ხელშემწყობი იქნება ჩვენი ზრდის, განვითარებისა და კონტენტის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების გზაზე.”

სკოტს მედიის სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ბოლოს იგი მუშაობდა მუსიკალურ კომპანიაში UnitedMasters. მანამდე კი იყო Dreamville Ventures-ის პრეზიდენტი და მთავარი რედაქტორი Complex Media-ში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Killers

The Killers-ის კონცერტი, რა მოხდა  Black Sea Arena-ზე

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი უნივერსიტეტის ახალი კურსის საგანი გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი