წინანდლის ფესტივალს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი მანფრედ ჰონეკი შეუერთდება

ჰონეკი 6 სექტემბერს ფესტივალის სცენაზე პან-კავკასიურ ორკესტრს უდირიჟორებს.

6 სექტემბრის გახსნით კონცერტზე მსმენელი მევიოლინე მიხაელ ბარენბოიმისა და პიანისტ ჟულიენ კანტენის დუეტს იხილავს. მუსიკოსები რაველის, მესიანისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ. დღის ბოლოს კი წინანდლის ფესტივალის სცენაზე კვლავ პან-კავკასიური ორკესტრი წარდგება პიანისტ მაო ფუჯიტასთან ერთად. ორკესტრს ამჯერად ავსტრიელი დირიჟორი მანფრედ ჰონეკი უხელმძღვანელებს. 

ყველასგან გამორჩეული ინტერპრეტაციებით მანფრედ ჰონეკმა მყარად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს წამყვან დირიჟორებს შორის. უკვე 15 სეზონია, რაც ჰონეკი პიტსბურგის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორია. სამშობლოსა და მის საზღვრებს გარეთ აღიარებული ორკესტრი ჰონეკის ხელმძღვანელობით რეგულარულად სტუმრობს ისეთ დარბაზებს, როგორებიცაა კარნეგი-ჰოლი და ლინკოლნის ცენტრი ნიუ-იორკში. მონაწილეობს ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა BBC Proms, ზალცბურგის, ბერლინის, რაინგაუს, ბონის ბეთჰოვენის სახელობისა და გრაფენეგის ფესტივალები. 2022 წელს ორკესტრმა პირველი საერთაშორისო ტურნეს 75 წლის იუბილე სამკვირიანი კონცერტების სერიით აღნიშნა, რომლებიც ასევე წამყვან ევროპულ ფესტივალებზე შედგა. 

მანფრედ ჰონეკის შემოქმედება Reference Recordings-ის ლეიბლით არაერთ ალბომად არის გამოცემული. მრავალი ჯილდოს გარდა, ჩანაწერები ექვსჯერ იყო ნომინირებული გრემიზე. 2018 წელს კი ჰონეკი და მისი ორკესტრი საუკეთესო საორკესტრო ჩანაწერის ნომინაციაში გრემის მფლობელები გახდნენ. 

მანფრედ ჰონეკი აშშ-ს რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. ავსტრიის პრეზიდენტმა კი მას პროფესორის საპატიო წოდება მიანიჭა. 2018 წელს კონკურსის International Classical Music Awards-ის ჟიურიმ მანფრედ ჰონეკი წლის არტისტად დაასახელა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლიზი გოზალიშვილი - მუსიკოსი, ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ლიზი გოზალიშვილის – Space Oddity

შემდეგი სტატია

The Weeknd-მა თავის კარიერაში ბოლო მუსიკალური კოლაბორაცია Diddy-ის ალბომისათვის ჩაწერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი