წინანდლის ფესტივალის მეხუთე საიუბილეო სეზონის დასკვნითი დღე და საზეიმო დახურვა

10 სექტემბერს, წინანდლის ფესტივალი დასკვნით ღონისძიებას გამართავს. დამსწრე საზოგადოება კრისტოფერ კონცს, ლიზა ბათიაშვილს, პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს და ქართველი ხელოვანების ახალგაზრდა თაობის მიერ შესრულებულ კლასიკურ მუსიკას მოისმენს.

2023 წელს, „წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ მეხუთე, საიუბილეო სეზონს ტრადიციულად Silknet-ის მხარდაჭერით წინანდლის ისტორიულ მამულში დახურავს. 

10 სექტემბერს,  წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ბოლო დღეს, ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება. დღის 12:00 საათზე, მსმენელის წინაშე „ლიზა ბათიაშვილის ფონდი“ ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების ახალ თაობას წარმოგიდგენთ, სადაც მონაწილეობას იღებენ:  ანასტასია აღლაძე –  (ვიოლინო),  ელენე გოგოძე – (ალტი), ანა გოგოლაძე – (ფლეიტა), თამარ დარასელია – (ფლეიტა), დავით გოგოლაძე – (კლარნეტი) და  სანდრო ნებიერიძე – (ფორტეპიანო). 

ღონისძიებაზე კამილ სენ-სანსის,  ჟორჯ ბიზეს, მაქს ბრუხის და ედვარდ გრიგის ნაწარმოებები გაჟღერდება.  

წლევანდელი ფესტივალის გამორჩეული და მრავალფეროვანი პროგრამა თერთმეტი დღის განმავლობაში კლასიკური მუსიკით დაინტერესებულ მსმენელს მასპინძლობდა. წინანდალს არაერთი უცხოელი და ქართველი კლასიკური მუსიკის ვარსკვლავი ესტუმრა.

საერთაშორისოდ აღიარებული კლასიკური მუსიკის ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება 10 სექტემბერს, საღამოს 19:00 საათზე, წინანდლის ამფითეატრში გაიმართება. კონცერტზე დირიჟორი  კრისტოფ კონცი, ვირტუოზი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი – ბეთჰოვენის და  შუმანის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

ფესტივალის დასკვნითი დღის დირიჟორი კრისტოფ კონცია, ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსი. იგი ისეთ ცნობილ ორკესტრებთან დირიჟორობს როგორიცაა: ლონდონის სიმფონიური, ვენის სახელმწიფო ოპერის, შვედეთის რადიოს სიმფონიური, რომანული შვეიცარიის, მალერის კამერული, მონრეალის მეტროპოლიტენის და ჰონგ-კონგის ფილარმონიული ორკესტრები.

კრისტოფ კონცი მეხუთე სეზონია ნოისის გერმანული კამერაკადემიის მთავარი დირიჟორია. იგი  გახლავთ ისტორიული ინსტრუმენტების ცნობილი ფრანგული ანსამბლის Les Musiciens du Louvre მთავარი მოწვეული დირიჟორი. მუსიკოსი ანტონიო სტრადივარის 1707 წლის ვიოლინოზე უკრავს, რომელიც მას  ავსტრიის ეროვნულმა ბანკმა გადასცა.

დაარსების დღიდან ფესტივალი ქართველი და უცხოელი კლასიკური მუსიკის არაერთ ვარსკვლავს აერთიანებს და ამ დარგის მუსიკის დაცვას, განვითარებას და პოპულარიზაციას უწყობს ხელს. 

დღესასწაულად ქცეული წინანდლის ფესტივალი სილქნეტის მხარდაჭერით წელს უკვე მეხუთე საიუბილეო სეზონით სრულდება. ათი დღის განმავლობაში, დამსწრე საზოგადოებას ფესტივალი ზღაპრულ საფესტივალო გარემოს და განწყობას  სთავაზობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მარიონ კოტიარი სოფი ტერნერის და ჯო ჯონასის განქორწინებას გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

SZA-მ ბრუკლინში გამართულ შოუზე SOS-ის დელუქს ვერსიის გამოცემა დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი
Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი