SZA-მ ბრუკლინში გამართულ შოუზე SOS-ის დელუქს ვერსიის გამოცემა დააანონსა

Billboard 200-ის ჩარტებში SOS ათი კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

SZA-მ მსმენელებს თავისი ალბომის SOS-ის დაანონსებული ე.წ დელუქს ვერსიის დეტალებო გაუზიარა. ნიუ იორკში გამართულ საღამოზე 33 წლის გრემის მფლობელმა  არტისტმა განაცხადა, რომ თავისი წარმატებული ალბომის დელუქს ვერსიის გამოცემას გეგმავს, რომელშიც 10-მდე ახალი ტრეკი შევა. 

„ეს დელუქსი ახალი ალბომის მსგავსია და მისი სახელია Lana.“ -აღნიშნა SZA-მ. მუსიკოსის თქმით, ალბომი სექტემბერში გამოიცემა. მუსიკალური ნამუშევრის დაანონსების მომენტი ერთ-ერთმა ფანმა გადაიღო და ვიდეო ინტერნეტში გაავრცელა. 

რაც შეეხება მუსიკალურ საღამოს, SZA აუდიტორიის წინაშე ბრუკლინის ერთ-ერთ დაწესებულებაში  წარდგა. ეს არტისტის ექსკლუზიური შოუ იყო, რომლის მიმდინარეობისასაც მუსიკოსმა ფანების საყვარელი ჰიტებთან ერთად, გამოუქვეყნებელი ტრეკებიც შეასრულა. როგორც გამოცემა People იუწყება, ღონისძიებაზე მოულოდნელი სტუმარი – Ice Spice-ც გამოჩნდა.

SOS 2022 წლის დეკემბერში გამოიცა. გამოსვლიდან მალევე მან Billboard 200-ის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. Billboard 200-ის ჩარტებში SOS ათი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. სადებიუტო კვირაში ალბომს შეერთებული შტატების მასშტაბით 400 მილიონი სტრიმი ჰქონდა. 

ალბომის გამოცემას საკონცერტო ტურნე მოჰყვა. Billboard Boxscore-ის ინფორმაციით, ტურნეს ფარგლებში გაყიდული ბილეთების რაოდენობამ 238 ათასს მიაღწია, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა – 34.5 მილიონ დოლარს.

აგვისტოში SZA -მ მუსიკალური ვიდეო გააზიარა, რომელიც გადაღებულია კომპოზიციაზე Snooze. კლიპში არაერთი ცნობილი ვარსკვლავი მონაწილეობს, მათ შორის ჯასტინ ბიბერი და ბენი ბლანკო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალის მეხუთე საიუბილეო სეზონის დასკვნითი დღე და საზეიმო დახურვა

შემდეგი სტატია

Zaza – ქართველი არტისტის, ზაზა თევთიძის მუსიკალური პროექტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი