ლიზა ყენიამ პროექტით Elizabeth Frisky, მუსიკალური ვიდეო წარადგინა

მუსიკალური ნამუშევარი საკმაოდ სენსიტიურ თემას, ნარკოდამოკიდებულებას და მასთან ბრძოლას ეხება.

ამერიკაში მოღვაწე მომღერალმა ლიზა ყენიამ მსმენელს ახალი მუსიკალური პროექტი Elizabeth Frisky წარუდგინა. ამ სასცენო სახელით არტისტი ახალ ალბომზე მუშაობს და მსმენელმა დაანონსებული ნამუშევრიდან უკვე რამდენიმე სინგლიც მოისმინა. ამჯერად არტისტმა მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც გადაღებულია ტრეკზე – Flow High. 

Flow High

სიმღერა ერთი წლის წინ დაიწერა, როდესაც მუსიკოსმა ალბომზე მუშაობა დაიწყო. მუსიკალური ნამუშევარი საკმაოდ სენსიტიურ თემას, ნარკოდამოკიდებულებას და მასთან ბრძოლას ეხება.

Elizabeth Frisky (ლიზა ყენია): 

„სიმღერა ნარკოდამოკიდებულ ადამიანზეა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარ თავს მოუწოდებს, გამოფხიზლდეს, დაფიქრდეს რას მოიხმარს. ეს ყველაზე საზარელი და შავი ხვრელია ადამიანის ცხოვრებაში. ეს თემა ბავშვობიდან მტკივა და მაწუხებს, რადგან ნარკოტიკმა რამდენიმე უძვირფასესი  ადამიანი წამართვა. ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი, როდესაც პირველად დავკარგე მეგობარი, რომელიც დამოკიდებულებას ებრძოდა, მაგრამ დამარცხდა. მას შემდეგ  კიდევ რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა იყო. მინდოდა, ჩემი ტკივილი გადმომეცა და მსურდა, მომხმარებლებისათვის ეს ერთგვარი სიგნალი ყოფილიყო. ჩემთვის, როგორც არტისტისთვის, ერთგვარი მოვალეობაა, რომ მსმენელს კარგისაკენ მოვუწოდო – თუნდაც შევძლო, ოთხ წუთში  შევახსენო, რომ უნდა გაძლიერდეს და იმ მონსტრს მოერიოს, რომელიც პიროვნებაში ცხოვრებას იწყებს.” 

როგორც Elizabeth Frisky აღნიშნავს, ვიდეო სიმღერის შინაარსის შესაბამისი ხასიათის მატარებელია. კლიპში ილუსტრაციები და ე.წ.  Cartoon კადრებია გამოყენებული. „მინდოდა საყურებლად ლამაზი და ფერადი ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ დამოკიდებული ცხოვრება, ვფიქრობ, შავ-თეთრი და ძალიან სევდიანია” – ამბობს მომღერალი „Billboard საქართველოსთან” საუბრისას.

Flow High

როგორც ლიზა ყენია აღნიშნავს, ამ ვიდეოზე მუშაობა მისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი გამოცდილებაა. კლიპი ლას ვეგასშია გადაღებული, რამაც ნამუშევარს თავისი ავთენტური და დამახასიათებელი ატმოსფერო შესძინა.

„ხუთი დღის განმავლობაში მუშაობა წარმოუდგენელ სიცხეში გვიწევდა. ამპერიოდში ლას ვეგასში განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა იყო და გვაფრთხილებდნენ, რომ შენობები არ დაგვეტოვებინა. თუმცა ჩვენ ამის დრო არ გვქონდა – ეს იყო ის შანსი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა და ვფიქრობ, შევძელით. ადგილობრივი ამერიკელები დაგვეხმარნენ – უზრუნველგვყოფდნენ მანქანებით, ლოკაციებით.” 

Flow High

შეგახსენებთ, რომ  Flow High-ის გამოშვებამდე, Elizabeth Frisky-მ ორი სინგლი – Lavender და Keep Burning გამოსცა. როგორც არტისტმა „Billboard საქართველოსთან”  უწინდელ ინტერვიუში აღნიშნა, დაანონსებული ალბომი  ჟანრობრივად მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ მუსიკალურ მიმდინარეობებს, როგორიც არის ჰიპ ჰოპი, R&B , Funk და ასე შემდეგ. მომღერლის თქმით, ცდილობს,  ალბომის თითოეული სიმღერით ისეთ საკითხებს შეეხოს, რაც ძირითადად მის გარშემო მომხდარს, ბავშვობას, პერსონალურ ისტორიებს და ტკივილს უკავშირდება, თუმცა ამასთანავე სურს, რომ  ყველა სიმღერის ბოლოს  მსმენელში იმედმა გაიღვიძოს. 

ნახეთ Elizabeth Frisky-ის მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე –  Flow High: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BIAFF- ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

შემდეგი სტატია

„Billboard საქართველო“ წარმოგიდგენთ: ნატალია ყიფშიძის რჩეული 5 მუსიკალური ალბომი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი
რალუკა რადოი

რალუკა რადოის სამუშაო სემინარები თეატრის ბრენდინგზე სოხუმის თეატრში

წლევანდელი წელი კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რაც სოხუმის თეატრის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
მეტი
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი