შავი პრინცის და ძებნილების ალბომი „იძებნება“ ფირფიტაზე გამოიცა

1998 წელს ჩაწერილი ალბომი ფირფიტების მცირე ტირაჟით „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ პროექტის ფარგლებში გამოიცა.

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ძველი ჩანაწერების გაცოცხლების პროექტს განაგრძობს. ამჯერად, ლეიბლმა ფირფიტების ლიმიტირებული ტირაჟით შავი პრინცის და ძებნილების ალბომი, სახელწოდებით „იძებნება” გამოსცა. ალბომის 1998 წელს ჩაიწერა. 25 წლის შემდეგ, ეს ჩანაწერი ქართული ჰიპ-ჰოპ მუსიკის ის ნამუშევარია, რომელიც დავიწყებას არ მისცემია. შავი პრინცის და ძებნილების ტრეკები 2000-იანი წლების ჰიტებად იქცა: ისინი ისმოდა რადიოში და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეოები ქვეყნის პირველ მუსიკალურ არხებზე გადიოდა. 

შავი პრინცის და ძებნილების, როგორც მუსიკალური პროექტის დაარსება ქუთაისს უკავშირდება. სწორედ აქ დაწყებულმა მოძრაობამ ჩაუყარა საფუძველი არაერთ ალტერნატიულ მუსიკალურ მიმდინარეობას, მათ შორის: ჰიპ-ჰოპ მოძრაობას. ჰიპ-ჰოპის პიონერების წარმომადგენელი იყო კაკი ბაბუნაშვილი, იგივე შავი პრინცი, რომელმაც  ახალგაზრდა მოცეკვავეები და MC-ები შემოიკრიბა და ჯგუფი „ძებნილები“ დააარსა.

ჯაბა შავიშვილი,  „ქართული მუსიკალურ მემკვიდრეობის“ თანადამფუძნებელი:

„90-იანი წლებში დაბადებული  თაობის ისეთი წარმომადგენელი არ მეგულება, რომლისთვისაც შავი პრინცი მნიშვნელოვანი ფიგურა არ არის. ამ ადამიანმა საქართველოში ჰიპ-ჰოპ კულტურა შემოიტანა. ამაში მას დაეხმარნენ თანამოაზრეები, მათ შორის Bajoo, Chi და ასე შემდეგ. შეუძლებელია, რომ ჩვენს გამოცემებს შორის ეს ჩანაწერი არ ყოფილიყო. „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“  ცდილობს, ჟანრობრივად მრავალფეროვანი ალბომები გამოსცეს და როდესაც საქმე ჰიპ-ჰოპზე მიდგა, პირველი ცხადია შავი პრინცი გაგვახსენდა.”

ფირფიტის პრეზენტაცია ტრადიციულად Mutant Radio-ს სივრცეში შედგა. საღამო წარდგენას და მუსიკალურ ნაწილს მოიცავდა. პრეზენტაციას ფრედო ბაბანი და ჯერონიმო ესწრებოდნენ.

ფრედო, ჰიპ-ჰოპ არტისტი:

„ჩვენი ჩანაწერი 90-იან წლებში კასეტაზე გამოვიდა, მისი ვინილზე გამოცემა კი, ძალიან დიდი ნახტომია. ის, რაც დღეს ხდებოდა შავ პრინცს რომ ენახა წარმოუდგენლად გახარებული იქნებოდა.“ 

ჯერონიმო, ჰიპ-ჰოპ არტისტი: 

„ამ ფირფიტის გამოცემა მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ამ ჩანაწერს უსმენდა და უყვარდა. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ამ ყველაფერთან საერთოს პოულობდა, პოულობს და მომავალში იპოვის. ჰიპ-ჰოპი ჩემთვის ყოველთვის თანამოაზრეების ძიების და საკუთარ თავში გამორკვევის ინსტრუმენტი იყო.“ 

როგორც „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“  წარმომადგენლები აფასებენ, ჰიპ-ჰოპი დასავლური მუსიკალური ფორმაა, თუმცა შავი პრინცისა და ძებნილების ჰიპ-ჰოპი ქართული სინამდვილის ანარეკლი იყო. მას სისხარტე, რიტმულობა, იმპროვიზაცია და ქუჩის ენერგია ახასიათებდა, რაც „შავი პრინცისა და ძებნილების რეპს თბილისელი კოლეგებისგან განასხვავებდა. „იძებნება“ კი სწორედ ის ალბომია, რომელიც დღემდე ნამდვილი ქართული ჰიპ-ჰოპის კლასიკად რჩება. 

რაც შეეხება „ქართულ მუსიკალურ მემკვიდრეობას“, ის ფირფიტებზე დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნილი მუსიკალური ჩანაწერების და ალბომების მცირე ტირაჟით ფირფიტებზე გამოცემას გულისხმობს. ამ გზით პროექტი ქართული ალტერნატიული მუსიკალური სცენისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდამავალი პერიოდის ნამუშევრების ხელახლა აღმოჩენას ისახავს მიზნად. 

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ სხვადასხვა ალბომს ფირფიტებზე ლიმიტირებული ტირაჟით ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოსცემს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გვენ სტეფანი მეუღლის შესახებ საუბრობს: „მან ჩემი ცხოვრება შეცვალა”

შემდეგი სტატია

თუფაქ შაკურის 1996 წლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი წაუყენეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი