თუფაქ შაკურის 1996 წლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი წაუყენეს

დაკავებული დუეინ დეივისია, რომელიც კალიფორნიული ბანდის წევრი იყო და Keefe D-ის სახელით იცნობდნენ.
ფოტო: ბობ ბერგი/Getty Images


29 სექტემბერს, ლას ვეგასის პოლიციამ, ქალაქის კრიმინალურ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან დანაშაულზე – თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებული დუეინ დეივისია, რომელიც კალიფორნიული ბანდის წევრი იყო და Keefe D-ის სახელით იცნობდნენ. თუფაქ შაკურს 1996 წლის 7 სექტემბერს მიმავალი მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლეს. ამ დროს რეპერი 25 წლის იყო. ახლახან დაკავებულ დეივისს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბრალი ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის მუხლს ითვალისწინებს. 

დუეინ დეივისი, იგივე  Keefe D ამჟამად 60 წლის არის. დეივისი ბანდის კიდევ ერთი წევრის, ორლანდო ანდერსონის ნათესავი იყო. ანდერსონს დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ შაკურის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირად. აღსანიშნავია, რომ მკვლელობის ღამეს ანდერსონს რეპერი და მისი გარემოცვა ფიზიკურად გაუსწორდა. Შაკურის მკვლელობის შემდეგ Ანდერსონმა დანაშაული უარყო. შემთხვევიდან 2 წლის შემდეგ, 1998 წელს, იგი ბანდების დაპირისპირების დროს მოკლეს. ამ დროს ორლანდო ანდერსონი 23 წლის იყო. 

ლას ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების ცნობით, სამართალდამცავებმა დაკავებული დუეინ დეივისის სახლის ჩხრეკა ჩაატარეს. საცხოვრებელი შენობა ნევადაში მდებარეობს. ჩხრეკის შემდეგ პოლიციამ პრესასთან დამატებითი კომენტარი არ გააკეთა, შესაბამისად, ამ დრომდე უცნობი იყო, თუ რა მიმართულებით მიმდინარეობდა გამოძიება.

NBC News-ის ცნობით, სპეცოპერაციისას პოლიციელები მტკიცებულებას კომპიუტერში, აუდიო ჩანაწერებსა და სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობაში ეძებდნენ. შედეგად, მათ მეხსიერების ბარათი, ორი iPhone, ორი iPad და Toshiba-ს ლეპტოპი ამოიღეს. 

რეპერის მკვლელობიდან თითქმის 30 წლის წელი გავიდა. Ამ დროის განმავლობაში ამ ამბავს არაერთი დოკუმენტური და საგამოძიებო ფილმი, თუ სატელევიზიო სერიალი მიეძღვნა. ამ დანაშაულმა მრავალი კონსპირაციული თეორია განაპირობა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

შავი პრინცის და ძებნილების ალბომი „იძებნება“ ფირფიტაზე გამოიცა

შემდეგი სტატია

 „Billboard საქართველოს“ ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი