გიორგი ერგემლიძის ახალი სიმღერა – Stolen Skies

„ეს არის შეხსენება ყველა ჩვენგანისთვის, რომ შევჩერდეთ და დავფიქრდეთ არჩევანზე, რომელსაც ვაკეთებთ.”

გიორგი ერგემლიძემ ახალი სინგლი გამოსცა სახელწოდებით Stolen Skies. „სიმღერა ფუნდამენტურ კითხვებს წამოჭრის ჩვენი არსებობისა და იმ გზების შესახებ, რომლებსაც მივყვებით. ეს არის შეხსენება ყველა ჩვენგანისთვის, რომ შევჩერდეთ და დავფიქრდეთ არჩევანზე, რომელსაც ვაკეთებთ,” – ვკითხულობთ აღწერაში. უფრო ვრცლად კი კომპოზიციის იდეაზე Billboard საქართველოს თავად ავტორი უყვება.

გიორგი ერგემლიძე:

„მგონია, რომ ახლა, როგორც არასდროს, ისე აქვთ ადამიანებს ეგზისტენციალური კრიზისი იმიტომ, რომ სრული ქაოსია ინფორმაციული. Სადაც არ უნდა წახვიდე, ეს ინფორმაცია, როგორც ცუნამი და ვულკანი, ასე მოდის – ვერ გაექცევი. ადამიანს კი ხანდახან განმარტოება სჭირდება. მერე იწყება ფიქრები, რომ „საერთოდ რა ხდება? ამ სისტემის ჭანჭიკი ვარ?” კიდევ არის ის, რომ რასაც ვაკვირდები, ადამიანების უმრავლესობა აკეთებს იმას, რაც არ მოსწონს. უწევს ამის კეთება. დადიან სამსახურში და დარწმუნებული ვარ, ყველას აქვს ეს კითხვა, რომ, „აი, რას ვაკეთებ ახლა? მომწონს ეს, რასაც ვაკეთებ? Რომ წამოვიდე?” და მერე უკვე შიში მოდის: „მერე რას ვიზამ? Რა გავაკეთო?” აი, ასეთი ფიქრები. 

თუმცა ეს იდეა თავიდანვე არ მქონია. ზოგადად, თითქმის ყოველთვის ჯერ მელოდიის ხაზს ვწერ. მიკროფონთან ვდგები და რაც მომდის მელოდია, ვღიღინებ გაურკვეველი სიტყვებით. და მერე უკვე, აი, ძალიან საინტერესო ფაქტი რაც არის მანდ –  მერე შენს თავს ხომ უსმენ, შენივე თავი გეუბნება, იქ რას ამბობ. ამ გაურკვეველ ღიღინში გესმის რაღაც სიტყვები და უკვე ქვეცნობიერი გაძლევს მთავარ კვანძურ სიტყვებს. ეს ძალიან მედიტაციური და უცნაური პროცესია ჩემთვის, რომ სიმღერა თვითონ გაწერინებს თავის თავს.  

Სიმღერის შექმნა 4 თვის წინ დავიწყე. Რაღაც პერიოდი არ მომწონდა, წაშლაც მინდოდა, მაგრამ მერე საბოლოო ჯამი მივუბრუნდი. თან საინტერესო ფაქტი იყო, რომ მუშაობის დროს კატები ჩხუბობდნენ გარეთ და საოცარი ხმები ისმოდა, მუშაობაშიც მიშლიდა ხელს. მერე კი ვიფიქრე, რომ ავდგები და ჩავიწერ ამ კატების ხმას. ჩავწერე, დავსემპლე და ახლა მთავარი მელოდიური ხაზი, რაც თავიდან მიდის ინტროში, არის სწორედ კატის ხმა. 

სათაურს რაც შეეხება, გულახდილი ვიქნები და სიმღერა რომ მზად მქონდა, არ ვიცოდი, რა დამერქმია. ძალიან ბევრი ვერსია მქონდა და არ ვიყავი დარწმუნებული. და ბოლოს ChatGPT-ის ვკითხე. Ჩავუგდე მთლიანი ტექსტი და ვკითხე, რა დავარქვა-მეთქი. რამდენიმე ვერსია მომცა და ერთ-ერთი იყო Stolen Skies. მომეწონა და ავირჩიე. ეს სახელი მე შეიძლება არასდროს მომსვლოდა აზრად იმიტომ, რომ ეგეთი სიტყვები არ არის ტექსტში. ასე რომ, მგონია, რომ დღეს ძალიან გეხმარება ტექნოლოგიები. ”

უახლოეს მომავალში მუსიკოსი სიმღერაზე ვიდეოკლიპის გადაღებას გეგმავს. დეკემბერში კი უკვე EP-ის გამოსცემს, სადაც ორ ახალ კომპოზიციასთან ერთად Stolen Skies და ივლისში გამოცემული სინგლი Echoes of the Dreamer შევა. მანამდე კი, 27 ოქტომბერს, ამერიკაში გამოვა ფილმი სახელწოდებით The Hive, სადაც გიორგი ერგემლიძის სიმღერა Wrong With Now არის გამოყენებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Creative Education Studio-მ ფილმის – „ჩემი ბებია“ ექსპერიმენტული მუსიკალური აკომპანემენტი წარადგინა

შემდეგი სტატია

ProSieben/SAT.1/ André Kowalski

მუსიკოსი ლიზი გოზალიშვილი გერმანულ Voice-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი