მუსიკოსი ლიზი გოზალიშვილი გერმანულ Voice-ში

12 ოქტომბერს ლიზი გოზალიშვილი გერმანულ Voice-ში ჟიურის წინაშე წარდგება.
ProSieben/SAT.1/ André Kowalski
ProSieben/SAT.1/ André Kowalski

ქართველი მუსიკოსი ლიზი გოზალიშვილი გერმანიაში ცხოვრობს და სწავლობს, მისი დიდი სურვილი ყოველთვის იყო გერმანულ Voice-ში მოხვედრა. საქართველოში ლიზის არაერთ მუსიკალურ შოუში მიუღია მონაწილეობა. იგი საავტორო მუსიკას წერს და მისი სიმღერები მელოდიური, სახასიათო ხმით და ჰარმონიული ჟღერადობით გამოირჩევა.

ლიზი გოზალიშვილი: 

„საქართველოში  რამდენიმე დღით არდადეგებზე ვიყავი, როცა სრულიად შემთხვევით გერმანული Voice-ის გვერდზე შევედი და ვნახე, რომ შემდეგი სეზონისთვის განაცხადების მიღება მიმდინარეობდა. გამომდინარე იქიდან, რომ სულ მინდოდა გერმანულ Voice-ში მონაწილეობა, თვალყურს ხშირად ვადევნებდი მათ გვერდს, მაშინვე ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა განაცხადის შეტანის, თუმცა სიმართლე გითხრათ იმედები დიდად არ მქონდა. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ბერლინში ხდებოდა, იმ პერიოდში კი მე ჰაიდელბერგში ვცხოვრობდი. წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა შემესაბამებინა სწავლა და Voice ერთმანეთისთვის, თუმცა განაცხადი მაინც შევიტანე.”

წელს გერმანული Voice-ის მწვრთნელები  ახალი შემადგენლობით წარდგებიან  შოუში, ესენი არიან: შირინ დავიდი, რომელიც გერმანიაში ცნობილი რეპ მომღერალია, ირლანდიელი სიმღერების ავტორი და მომღერალი – რონან კიტინგი, გერმანული Voice-ის მწვრთნელებს შორის არიან ასევე ცნობილი გერმანული ჯგუფის Tokio Hotel-ის ორი წევრი: ძმები – ტომ და ბილ კაულიცები და ჯოვანი ზარელა –  გერმანელ-იტალიელი მომღერალი  და მუსიკალური შოუს წამყვანი. 

„როგორც წესი აპლიკანტები პროექტში ვიდეო ჩანაწერს აგზავნიან და მეც ჩემი ვიდეო გავაგზავნე. მაინტერესებდა რა გამოვიდოდა ამ ყველაფრისგან დამირეკავდნენ თუ არ დამირეკავდნენ, რაღაცნაირად ბედს მივენდე. დადებითი პასუხი როცა მივიღე, უცებ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე დალაგდა, რომ ვიფიქრე ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა. არსაიდან არაფერში ხელი აღარ შემეშალა, არც სწავლის მხრივ, არც სხვა რაიმე ფაქტორებს შეუშლია ხელი.

თვითონ გუნდი, რომელიც პროექტზე მუშაობს ყველა მონაწილეს ძალიან უწყობს ხელს. 

Voice-ის შესარჩევ ტურში მაიკლ ჯექსოსნის სიმღერა Earth Song ვიმღერე, რომელიც ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ თემატური და საკმაოდ აქტუალურია. ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ხოლმე სიმღერის მთავარ სათქმელს, თან ჩემთვის ემოციური სიმღერაა. ერთი სული მაქვს როდის მოისმენს ამ სიმღერას შოუს მაყურებელი რასაც მეც ველოდები, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ არაფერი აღარ მახსოვს. 

ძალიან ბევრი ხალხი გავიცანი, ვინც გერმანიაში მუსიკით არის დაკავებული და ვფიქრობ ყველანაირად ღირდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. თუ როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები და რა იქნება ამას უკვე მერე გაიგებთ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი ერგემლიძის ახალი სიმღერა – Stolen Skies

შემდეგი სტატია

ჰამასის თავდასხმის სამიზნედ ქცეული მუსიკალური ფესტივალის მენეჯერი განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი