The Voice -ის ქართველმა მონაწილემ ნაილ ჰორანს უთხრა რომ One Direction-ის შესახებ ჩანახატებს წერდა

„არ მრცხვენია იმის თქმა, რომ თინეიჯერობისას ჯგუფის შესახებ ჩანახატებს ვწერდი.“ თქვა Nini Iris-მა.

მუსიკალურ შოუში The Voice-ის ქართველი მონაწილე Nini Iris წარდგა, სადაც მან Everybody Loves an Outlaw-ის სიმღერა I See Red ბრწყინვალედ შეასრულა. Nini Iris-მა ოთხივე ჟიურის წევრი შემოატრიალა, მათ შორის მისი დიდი ხნის კერპი ნაილ ჰორანიც. 

The Voice-ის ჟიურის წევრები ნაილ ჰორანის გარდა ჯონ ლეჯენდი, გვენ სტეფანი და რება მაკენთაირი არიან. 

გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა უპირატესობას Nini Iris ალბათ ნაილ ჰორანს მიანიჭებს, რადგან აღიარა რომ One Direction-ის დიდი ფანი იყო. 

„არ მრცხვენია იმის თქმა, რომ თინეიჯერობისას ჯგუფის შესახებ ჩანახატებს ვწერდი.“  თქვა Nini Iris-მა. 

ჯონ ლეჯენდს დააინტერესა, თუ რას წერდა Nini Iris ჯგუფის შესახებ – „როდესაც პატარა ხარ და ვინმე ძალიან გიყვარს, უბრალოდ, ძალიან გინდა მათთან შეხვედრა, ასე რომ წერ და ოცნებობ მათთან შეხვედრაზე სულ ეს არის და ეს“ – განმარტა Nini Iris-მა. 

ნახეთ Nini Iris-ის გამოსვლა The Voice-ში


Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„საჩუქარი” 26-ე სეზონს ხსნის – ფესტივალის პროგრამა და დაარსების ისტორია

შემდეგი სტატია

ისრაელიდან ევაკუაციისას ბრუნო მარსმა თავისი ბენდის მუსიკალური აღჭურვილობა ქვეყანაში დატოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი