Svansikh-მა ახალი ტრეკი – „სად ხარ (Hey Brother)“ გამოუშვა

Svansikh-მა სიმღერის ჩაწერისას ბერლინში დაფუძნებულ ქართველ არტისტთან, ირინა ასათიანთან ითანამშრომლა.

ცნობილმა ქართულმა მუსიკალურმა პროექტმა –  Svansikh ახალი ტრეკი, სახელწოდებით „სად ხარ (Hey Brother)“ გამოუშვა. ტრეკის მე-15 წამზე გერმანულენოვანი რეჩიტატივი შემოდის, რომელსაც ბერლინში დაფუძნებული ქართველი არტისტი, ირინა ასათიანი, იგივე Asat Rina ასრულებს. სიმღერის იდეის და მუშაობს პროცესზე „Billboard საქართველო„ Svansikh-ის წევრს, ანანო სიხარულიძეს ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, სიმღერის ინსპირაციად პერსონალური ისტორია იქცა. 

ანანო სიხარულიძე, მუსიკოსი:

„ეს სიმღერა არის ადამიანებზე, რომლებიც  დაიკარგნენ, არა ფიზიკურად, არამედ  – სულიერად. სიმღერის იდეა ოჯახური ურთიერთობიდან, კონკრეტულად კი ჩემს ძმასთან დაკავშირებული ისტორიიდან – იყო შემთხვევა, რის გამოც თითქოს ჩემი ძმის საუკეთესო პიროვნული ვერსია დავკარგე,  მას ვეძებდი და საბოლოოდ ვიპოვე კიდევაც. კონკრეტულ იდეას სიმღერაზე მუშაობის პროცესში სხვადასხვა დეტალები და ჩართვები დაემატა. საბოლოოდ ნამუშევარი მსმენელმა მაინც თავისებურად უნდა აღიქვას.“

როგორც ანანო ამბობს, მას და ბაჩო სვანაძეს შემოქმედებითი პროცესის ის ფორმა აქვს არჩეული, რომელიც Svansikh-ის  ყოველი ტრეკის შექმნისას დაცულია. აღსანიშნავია, რომ სიმღერის ვიზუალზე Vinda Folio-მ იმუშავა. 

ამჟამად ანანო სიხარულიძე კანში, კინომუსიკის მიმართულებით სწავლობს. ქვეყნიდან გადასვლამ  ჯგუფის წევრების შემოქმედებითი კოლაბორაცია დისტანციურ, ონლაინ ფორმატში გადაიყვანა, თუმცა ეს პროცესი კვლავაც აქტიურად გრძელდება. 

Svansikh 2010 წელს დაარსდა. სწორედ ამ დროს დუეტმა პირველი სინგლი სახელწოდებით Read in The Air გამოუშვა. ამას მოჰყვა არაერთი ტრეკი, რომელიც ქართველმა აუდიტორიამ შეიყვარა და ადგილობრივ თანამედროვე მუსიკალურ სცენაზე ჰიტებადაც იქცა. 

როგორც ანანო სიხარულიძემ „Billboard საქართველოსთან“ უწინდელ ინტერვიუში აღნიშნა, ეს მისთვის იმდენად პერსონალურია, რომ მხოლოდ მუსიკალური პროექტის ჩარჩოებს სცილდება. 

ანანო სიხარულიძე

„Svansikh ჩემი ცხოვრების ნაწილია და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, თუნდაც მის გარეთ, საბოლოოდ მაინც ყველაფერი გარკვეული ფორმით Svansikh-ს უკავშირდება. Მე და ბაჩო მრავალი წელია ერთად ვქმნით მუსიკას, ერთად ვმუშაობთ და ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის, რაც უდიდესი კომფორტია. ჯერ-ჯერობით აუდიტორიასთან აქტიური კომუნიკაცია არ გვაქვს და თითქოს ხშირად არ ვჩანვართ, თუმცა, ჩვენი შემოქმედებითი პროცესი უწყვეტად გრძელდება“ – ამბობს ანანო სიხარულიძე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ისრაელიდან ევაკუაციისას ბრუნო მარსმა თავისი ბენდის მუსიკალური აღჭურვილობა ქვეყანაში დატოვა

შემდეგი სტატია

შერი მის პირველ სადღესასწაულო ალბომზე საუბრობს: „საშობაო ალბომის გამოცემას არ ვაპირებდი”

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი