ანანო სიხარულიძემ მუსიკალური ჩანაწერი სახელწოდებით Bussin’ წარადგინა

მუსიკალური ნაწარმოების ვიზუალური გაფორმება არტისტის მიერ 2019 წელს, საფრანგეთში, პარიზში გადაღებული ვიდეოა.
ანანო სიხარულიძე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia


ანანო სიხარულიძეს მსმენელი  Svansikh-დან კარგად იცნობს. ამჯერად არტისტმა თავისი დამოუკიდებელი ნამუშევარი, მუსიკალური ჩანაწერი სახელწოდებით Bussin’ გამოაქვეყნა. როგორც ანანო „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ეს ჩანაწერი არქიტექტორ ნიკოლოზ ლეკვეიშვილის პროექტით იყო ინსპირირებული. 

 ანანო სიხარულიძე, მუსიკოსი: „ნიკოლოზ ლეკვეიშვილი ჩემი მეგობარია და ამავდროულად მასთან შემოქმედებითი თანამშრომლობა მაკავშირებს. როდესაც Svansikh-ის გარეთ ვმუშაობ, საუნდ დიზაინს ვაკეთებ. ნიკოლოს ლეკვეიშვილი თავის არქიტექტურულ ნამუშევრებს ანიმაციის სახეს აძლევს ხოლმე, მე კი მათ მუსიკალურად ვაფორმებ. ჩვენი თანამშრომლობით შექმნილი პროექტი მილანის Design Week-ზე გვქონდა გატანილი. ნიკოლოზს მუქი ფერები უყვარს, თუმცა როდესაც ბოლო პროექტის შესახებ მომიყვა, აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ ნათელი და განსხვავებული იყო. მისი მუსიკალურად გაფორმებისას, გადავწყვიტე საუნდის ჩარჩოებიდან გამოვსულიყავი და კომპოზიცია შემექმნა. ასე გაჩნდა მუსიკალური ჩანაწერი, რომელიც ახლახან გავაზიარე.“

მუსიკალური ნაწარმოების ვიზუალური გაფორმება არტისტის მიერ 2019 წელს, საფრანგეთში, პარიზში  გადაღებული ვიდეოა. ამ პერიოდში არტისტი სახელოვნებო რეზიდენციაში, სახელწოდებით Cité internationale des arts-ში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში გააკეთა პროექტი, რომელიც საფრანგეთის ქალაქების საუნდტრეკებს აერთიანებს. 

ანანოს მუსიკალური შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი Svansikh-ს უკავშირდება. Svansikh-ის წევრები – ანანო სიხარულიძე  და ბაჩო სვანიძე არიან. 

„Svansikh ჩემთვის იმდენად ძვირფასია, რომ ხანდახან მწყინს, როცა მუსიკალურ პროექტად მოიხსენიებენ. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, თუნდაც მის გარეთ, საბოლოოდ მაინც ყველაფერი გარკვეული ფორმით Svansikh-ს უკავშირდება. Მე და ბაჩო მრავალი წელია ერთად ვქმნით მუსიკას, ერთად ვმუშაობთ და ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის, რაც უდიდესი კომფორტია. ჯერ-ჯერობით აუდიტორიასთან აქტიური კომუნიკაცია არ გვაქვს და თითქოს ხშირად არ ვჩანვართ, თუმცა, ჩვენი შემოქმედებითი პროცესი უწყვეტად გრძელდება. გამოვუტყდები თქვენს მკითხველს, რომ ვამზადებთ ერთ სიმღერას და ვაპირებთ მსმენელს გავუზიაროთ. გვინდა, რომ ეს ტრეკი მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად წარვადგინოთ. მეც და ბაჩოც იმდენად პერფექციონისტები ვართ, რომ არ ვიცით, საბოლოოდ ეს ვიდეო რამდენად დააკმაყოფილებს ჩვენ ხედვებს, ამიტომაც ახლა სწორედ ვიდეოს გადაღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვართ“ – ანანო სიხარულიძე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The National - ფოტო: Josh Goleman

The National-ის და ფიბი ბრიჯერსის ახალი ვიდეო კლიპი – Your Mind Is Not Your Friend

შემდეგი სტატია

სოლანჟ ნოულზი და ბიონსე Met Gala-ს ღონისძიებაზე, 2016 წლის 2 მაისი, ნიუ იორკი. ფოტო: ნიკოლას ჰანტი

ბიონსეს და სოლანჟის მამა – მეთიუ ნოულსი შვილების ბავშვობის  ფოტოს აქვეყნებს: „ჩვენს შვილებს მხარი უნდა დავუჭიროთ“

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი