თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ ჯაზის მიმართულების 10 წლის იუბილე აღნიშნა

კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი გაიმართა, რომელმაც ქართველი ჯაზ მუსიკოსების სხვადასხვა თაობა გააერთიანა.

16 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ ჯაზის მიმართულების – ჯაზის საბაკალავრო პროგრამის დაარსების 10 წლის იუბილე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი გაიმართა, რომელმაც ქართველი ჯაზ მუსიკოსების სხვადასხვა თაობა გააერთიანა. მონაწილეთა ძირითად ნაწილს ახალგაზრდა მუსიკოსები – ინსტრუმენტალისტები და ვოკალისტები წარმოადგენდნენ. საღამოს რეზო კიკნაძე უძღვებოდა, რომელმაც მსმენელს მუსიკოსები და მათი პროექტები წარუდგინა. 

რეზო კიკნაძე

რეზო კიკნაძე – კომპოზიტორი, პროფესორი:

„თბილისის კონსერვატორიაში ამ მიმართულების შექმნამ დიდი გავლენა მოახდინა ქართული ჯაზის თანამედროვე სცენაზე და ვფიქრობ, ეს დღესაც კარგად გამოჩნდა. ჯაზის სასწავლო მიმართულება კონსერვატორიის პატარა, მაგრამ ძალიან ცოცხალი განყოფილებაა, რომელიც  თავისი წიაღიდან მომავალში კიდევ ბევრ ტალანტს და მუსიკალურ ინდივიდუალიზმს გამოუშვებს” 

ბექა გოჩიაშვილი, პაპუნა შარიქაძე, დინი ვირსალაძე, სანდრო კვაჭაძე, ნუცი ნებიერიძე, ანა ჟორდანია – ეს იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც  საიუბილეო კონცერტის პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. 

საღამო ბექა გოჩიაშვილმა დახურა, რომელიც სცენაზე სპეციალურად მოწვეული სტუმრის სტატუსით წარდგა. 

ბექა გოჩიაშვილი

ბექა გოჩიაშვილი – მუსიკოსი:

„ჯაზი არის ის, რაც ჩემთვის  ყველაზე ძვირფასია და როცა ვხედავ, რომ ჩემს ქვეყანაში ახალგაზრდა მუსიკოსების რაოდენობა იზრდება, ეს ძალიან მაბედნიერებს. ჯაზის სასწავლო მიმართულება უმნიშვნელოვანეს რამეს აკეთებს, რადგან ახალ თაობას ხარისხიან მუსიკას აზიარებს და შესაბამის განათლებას აძლევს. ამ ათმა წელმა თავისი კვალი დატოვა და დღევანდელ კონცერტზე ეს დავინახეთ. მიხარია, რომ მეც მისი ნაწილი გავხდი.”

კონცერტი ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მისი  პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. გამორჩეული იყო სანდრო კვაჭაძის ნომერი, რომლის ფარგლებშიც არტისტმა მისი მუსიკალურო ხელწერისათვის დამახასიათებელი ექსპერიმენტული ნამუშევარი წარმოადგინა. 

კონცერტის ერთ-ერთი ნაწილი  ჯაზის მიმართულების პროფესორების დაჯილდოებას დაეთმო. ზურა რამიშვილს, რეზო კიკნაძეს, პავლე კვაჭაძეს და მერაბ ოძელაშვილს  სპეციალური სიგელები გადაეცათ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დრეიკის 6 წლის ვაჟმა სადებიუტო სიმღერა გამოსცა

შემდეგი სტატია

კატო კვარაცხელიამ მსმენელს საავტორო მუსიკალური ჩანაწერი გაუზიარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი