მეგან ფოქსი Machine Gun Kelly-სთან ურთიერთობაზე გულახდილად საუბრობს

„ასეთი რამ ცხოვრებაში არასდროს გამომიცდია.”
მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly 2023 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Lester Cohen/Getty Images

მეგან ფოქსი Machine Gun Kelly-სთან ურთიერთობის ძალიან პირად და როგორც აღმოჩნდა, მისთვის გამანადგურებელ პერიოდზე ალაპარაკდა. მსახიობი Good Morning America-ს მის ახალ პოეზიის კრებულზე სასაუბროდ ესტუმრა. წიგნის სახელწოდებაა Pretty Boys Are Poisonous და მასში შესული ორი ლექსი აღწერს მსახიობის განცდებს სწორედ მისი ბოლო ურთიერთობიდან. „ასეთი რამ ცხოვრებაში არასდროს გამომიცდია. მე სამი შვილი მყავს. ასე რომ, ეს ძალიან რთული იყო ორივე ჩვენგანისთვის და გადაგვისროლა ველურ მოგზაურობაში ერთად და ცალ-ცალკე… ვცდილობდით გარკვევას, თუ რას ნიშნავს ეს? რატომ მოხდა?” – იხსენებს მსახიობი. 

ფოქსს სამი ვაჟი ჰყავს წინა ქორწინებიდან ბრაიან ოსტინ გრინთან. მსახიობმა Machine Gun Kelly-სა და მსახიობის რომანი 2020 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც ისინი  Midnight in the Switchgrass-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. წყვილი 2022 წელს დაინიშნა. „ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ამ შეხვედრიდან რაღაც დამემართებოდა, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი – რა. უბრალოდ ვგრძნობდი, ძალიან ღრმად, რომ რაღაც მოხდებოდა,” –  ჰყვებოდა ფოქსი მათ პირველ შეხვედრაზე. 

ნახეთ ვიდეო, სადაც მეგან ფოქსი თავის სადებიუტო წიგნზე საუბრობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯგუფმა Killages ახალი სინგლი – Euphoria წარადგინა

შემდეგი სტატია

ბრუნო მარსმა საკუთარი გიტარა გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი