კორი ჰენრი – თანამედროვე მუსიკის ვირტუოზი

კორი ჰენრი არაერთი გავლენიანი ფესტივალის სცენაზე გამოჩნდა. ამჯერდ კი მისი მოსმენა ქართველ აუდიტორიას შეუძლია.

21 ნოემბერს „გრემის“ ჯილდოს მფლობელი კორი ჰენრი „რესპუბლიკის“ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს. კორი ჰენრი თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია. მისი შემოქმედება მრავალმხრივია – ის არის პიანისტი, კომპოზიტორი, ჯაზმენი, გოსპელის შემსრულებელი, ორგანისტი. კორი ჰენრი გრემის მფლობელი ჯაზ ბენდის, Snarky Puppy-ის წევრი იყო, 2018 წელს კი პირველი დამოუკიდებელი ალბომი –  Art of Love გამოსცა და სოლო კარიერა დაიწყო. 

36 წლის მულტი-ინსტრუმენტალისტი მუსიკოსი ცნობილია თავისი ცოცხალი შესრულებით, რომელიც ენერგიული დინამიკით და შთამბეჭდავი იმპროვიზაციით გამოირჩევა. მუსიკალური პრესა ხშირად აღნიშნავს, რომ კორი ჰენრი ის არტისტია, რომლის არც ერთი კონცერტი არ ჰგავს ერთმანეთს. კლავიშზე შესრულებისას ის აუდიტორიას გოსპელის, R&B-ის, ფანკის, სოულის, ჯაზის და როკის სინთეზს სთავაზობს. იმპროვიზაციაზე და შესრულების ტექნიკაზე საუბრისას, კორი ჰენრი Forbes-თან ინტერვიუში აღნიშნავს – „ვცდილობთ ყოველი შესრულება განსაკუთრებული და განსხვავებული იყოს. აქცენტს ენერგეტიკულ პერფორმანსზე ვაკეთებთ. ზოგჯერ ეს იმპროვიზაციის სახით შეტანილი ცვლილებები საკმაოდ მკვეთრია. ჩვენ წყალს ვგავართ – რასაც ვიღებთ აუდიტორიისაგან, მას ვუბრუნებთ.“ ამბობს მუსიკოსი და გულწრფელად აღნიშნავს – „სიმართლე რომ ვთქვა, არასდროს ვიცი რა იქნება, სანამ სცენაზე არ დავადგამ ფეხს“. 

განსაკუთრებულად გამორჩეულია კორი ჰენრის მუსიკალური კოლაბორაციები. მას სხვადასხვა დროს უთანამშრომლია ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: ბრიუს სპრინგსტინი, Diddy, The Roots, Imagine Dragons, როსალია, Red Hot Chili Peppers და სხვები. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კოლაბორაცია კანიე უესტთან. კორი ჰენრიმ უესტთან 2021 წლის ალბომის – Donda-ს ფარგლებში ითანამშრომლა. სწორედ ის არის რეპერის ცნობილი ტრეკის – „24“-ის თანაპროდიუსერი. 

კორი ჰენრი არაერთი გავლენიანი ფესტივალის სცენაზე გამოჩნდა. ამჯერდ კი მისი მოსმენა ქართველ აუდიტორიას შეუძლია. 

კორი ჰენრის კონცერტი 21 ნოემბერს „რესპუბლიკას“ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. მუსიკალური საღამოს შესახებ მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ბმულს, ბილეთები კი შეიძინეთ აქ – http://tkt.ge/CoryHenry.

On November 21, Grammy award-winning artist Corey Henry will grace the stage at the Republic concert hall. A luminary in the contemporary music scene, Henry’s artistic skills span across various domains – a pianist, composer, jazz virtuoso, gospel performer, and organist. Formerly a member of the Grammy-winning jazz band called Snarky Puppy, Corey Henry ventured into a solo career in 2018, debuting with the independent album “Art of Love.”

Renowned for his dynamic and improvisational live performances, the 36-year-old musician seamlessly blends gospel, R&B, funk, soul, jazz, and rock on the keyboard. Describing his approach to improvisation and performance, Henry expressed in a Forbes interview, “We try to treat each performance as special and different as we possibly can. The main thing is, we try to keep the energy high. So we’re always switching it up. Sometimes the changes are subtle and sometimes it’s drastic. On tour now with the Funk Apostles, we’re almost like water. Whatever we get from the audience, we respond and give back.” The artist candidly added – “But it’s fair to say I don’t know what’s going to happen until I step on stage.”

Noteworthy are Corey Henry’s musical collaborations, spanning genres and artists such as Bruce Springsteen, Diddy, The Roots, Imagine Dragons, Rosalia, Red Hot Chili Peppers, and a standout collaboration with Kanye West on the 2021 album “Donda,” where he co-produced the hit track “24.”

Having graced the stages of influential festivals, Corey Henry is set to captivate the Georgian audience on November 21 at the Republic concert hall. 

For additional details about this musical extravaganza and tickets, check out the link: http://tkt.ge/CoryHenry.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესის ბრენდი Rare Beauty ღაზის სექტორში მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარება

შემდეგი სტატია

2024 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

მეგ უაიტი White Stripes-ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლის ცერემონიას არ დასწრებია, თუმცა ჯეკის სამადლობელი სიტყვა დააკორექტირა

ჯეკის თქმით, ის მეგს რამდენიმე დღის წინ ესაუბრა.
მეტი

ტეილორ სვიფტის ალბომი – The Life of a Showgirl უკვე ხუთი კვირაა, Billboard 200-ის ჩარტის ლიდერია 

Billboard 200-ის ახალი ჩარტის ტოპ 10-ში ფლორენს უელსისა და მისი მუსიკალური კოლექტივის – Florence + the Machine-ის ნამუშევარიც გვხვდება. მათი ახალი ალბომი – Everybody Scream ჩარტში მე-4 პოზიციაზეა.
მეტი

ბობ დილანის ისტორიკოსი შონ უილენცი მუსიკოსის გარდასახვაზე საუბრობს და განმარტავს, როგორ იქცა დილანი მიმბაძველიდან ინტერპრეტაციის ოსტატად

შონ უილენცი არის ავტორი 2010 წელს გამოცემული წიგნისა – Dylan in America. მან ასევე დაწერა 125-გვერდიანი ანოტაცია ახლახან გამოცემული კრებულისთვის – The Bootleg Series Volume 18: Through the Open Window, 1956-1963.
მეტი
D'Angelo Shahar Azran/Getty Images

D’Angelo-ს გუნდის ყოფილი წევრი არტისტის შესახებ: „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ და საიდან მოდიხარ – მისი მემკვიდრეობა უნივერსალურია”

კარენ ტეილორ ბასი D’Angelo-ს სადებიუტო ალბომის – Brown Sugar-ის საკომუნიკაციო კამპანიის გუნდის წევრი იყო. Billboard-ის სტატიაში ის არტისტს იხსენებს.
მეტი