სელენა გომესის ბრენდი Rare Beauty ღაზის სექტორში მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარება

„პალესტინის მოქალაქეები დაცული უნდა იყვნენ.“ – ვკითხულობთ Rare Beauty-ის განცხადებაში.
ფოტო: პრესლი ენი/Rare Beauty

სელენა გომესის ბრენდი Rare Beauty ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და საქველმოქმედო აქტივობაში ჩაერთო. თავის მოვლის და დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდის ინსტაგრამის გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც კომპანია ღაზის სექტორში დაზარალებული ადამიანების  დასახმარებელ საქველმოქმედო ფონდებს ფინანსურ დახმარებას გადასცემს. 

„ჩვენ შეძრული ვართ სურათით, რომლებსაც შუა აღმოსავლეთში ვხედავთ. ისრაელის საჰაერო შეტევის შედეგად ათასობით უდანაშაულო მოქალაქე დაიღუპა და მილიონობით ადამიანს იძულებით გადაადგილება მოუწია. ისინი საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და  გადარჩენისათვის აუცილებელი რესურსების გარეშე დარჩნენ. მათგან უდიდესი ნაწილი ბავშვები არიან. პალესტინის  მოქალაქეები დაცული უნდა იყვნენ.“ – ვკითხულობთ Rare Beauty-ის განცხადებაში. 

ბრენდი გამოქვეყნებულ პოსტში აფიქსირებს პოზიციას, რომ ანტისემიტიზმის და ისლამოფობიის ყველა ფორმას ემიჯნება. განცხადებაში განმარტებულია, რომ Rare Beauty დონაციით უერთდება წითელი ჯვრის/წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებებს. „დონაციის სახით თანხას ასევე გადავცემთ UNICEF-ს, რომელიც ღაზის სექტორში მცხოვრებ ბავშვებს მედიკამენტებითა და აუცილებელი რესურსით ამარაგებს“ – წერია Rare Beauty-ის პოსტში. განცხადებაში მენტალური დახმარების აუცილებლობაზეც არის ხაზგასმული. 

31 ოქტომბერს სელენა გომესმა განაცხადა, რომ სოციალური მედიისაგან დროებით შესვენებას იღებს. მიზეზად ის ძალადობისვე გარემო დაასახელა, „რამაც მსოფლიო მოიცვა“. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნინო კასრაძის რჩეული მუსიკა

შემდეგი სტატია

კორი ჰენრი – თანამედროვე მუსიკის ვირტუოზი

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი