Circus Mircus-ის სადებიუტო ალბომი Furrore/Fiasco 

ჯგუფმა უკვე გამოსცა ალბომის პირველი სინგლი და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი.

Circus Mircus სადებიუტო ალბომს გამოსცემს, სახელწოდებით Furrore/Fiasco. Საინტერესო კონცეფციისა და ისტორიის მქონე ალბომი მუსიკალური მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ჟანრობრივად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ 11 კომპოზიციას აერთიანებს. მათ შორისაა ჯგუფის პირველი ქართულენოვანი სიმღერებიც. Furrore/Fiasco 20 ნოემბერს გამოვა.

Ნიკა კოჩაროვი – Circus Mircus-ის სოლისტი:

„ძალიან საინტერესო იყო თვითონ ალბომის ჩაწერის პროცესი. ჩვენმა მეგობარმა, მსახიობმა გიორგი შარვაშიძემ თავისი ხელით აშენებული სახლი დაგვითმო კოტორაანთკარში და ჩვენ, მთელი ბენდი წავედით იქ. ორი კვირით გადავცხოვრდით, ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტეთ გარესამყაროსთან და ვწერდით ამ ალბომს. ეს არის ყველა მუსიკოსის ოცნება ბავშვობიდან და ვერავინ ვერ იხდენს იმიტომ, რომ საკმაოდ რთულია ტექნიკურადაც და დროის მხრივაც, ყველას რომ ეცალოს. მე, რა ვიცი, ჯერ კიდევ 20 წლის წინ მინდოდა ასეთი ალბომის ჩაწერა და შეიძლება ითქვას, რომ ყველამ ავიხდინეთ ეს ოცნება. ძალიან საინტერესო პროცესი იყო. პირველ რიგში, ის, რომ ამდენი ხანი ერთად არ გვიცხოვრია. ყველა გამოვეთიშეთ ჩვენს ოჯახებს და ორი კვირა ერთად გავატარეთ. დილით რიგ-რიგობით ვაკეთებდით საჭმელს, ვალაგებდით – რაღაცნაირად ჩვენი მიკროკოსმოსი გვქონდა. შემდეგ ავდიოდით ჩვენ მიერ მოწყობილ სტუდიაში და ღამემდე ვმუშაობდით. დილით რომ ვაკეთებდით სიმღერის მონახაზს, საღამოს უკვე ჩაწერილი გვქონდა და ასე, ორ კვირაში ჩაიწერა 15 სიმღერა, საიდანაც მერე 11 გადავარჩიეთ ალბომისთვის.

მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება, აი, გეტყვით როგორი ალბომია: ორი ერთნაირი, ანუ ერთი ჟანრის ორი სიმღერა არ არის. რაღაცას რომ ჩავწერდით, თუ ვატყობდით, რომ იმავე მიმართულებით მივდივართ, მაშინვე ვჩერდებოდით. გვაქვს, ასე ვთქვათ, მოჯაზო სიმღერა, რადგან ერთი დღით გვესტუმრა თორნიკე აბულაძე, საქსოფონისტი და მასთან ერად დავჯემეთ საათ-ნახევარი, თან ვიწერდით. Მერე იმ ჯემიდან ამოვიღეთ რაღაც ნაწილი, ზევიდან ვოკალი დავადე და ასე გამოვიდა. ფაქტობრივად, არც დაგვიწერია ეს სიმღერა. ერთი სიმღერა როკია – მოკლედ, ყველანაირი ჟანრია. ალბომის სახელწოდებაც – Furrore/Fiasco – ამ ჩვენს მუსიკალურ პოლარულობას ასახავს. არის მელოდიური სიმღერებიც, რომლებიც ალბათ უფრო მოეწონება ხალხს და არის შედარებით მძიმე, შეიძლება ცოტა უფრო რთულად აღსაქმელი კომპოზიციებიც. გარდა ამისა, ცხოვრებაზეც ერთგვარი კომენტარია: ხან ფურორში ხარ და ხან ფიასკოა.”

ჯგუფმა უკვე გამოაქვეყნა ალბომის პირველი სინგლი სახელწოდებით Up is Down მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპთან ერთად. ალბომის მეორე სინგლსა და ვიდეოს კი მსმენელი დღეს იხილავს. 

„Up is Down-ის ვიდეოკლიპზე ვფიქრობდით, რა ვქნათ, რა ვქნათ და ვთქვით: „მოდი პადელი ვითამაშოთ.” პირველად ვითამაშეთ ყველამ და გვიღებდა ჩვენი მეგობარი იუგო მორისი. ზუსტად ორი წუთის შემდეგ ჩვენმა ბასისტმა მხარი ამოიგდო. სხვათა შორის, ყველა მეკითხება, მართლა ამოიგდო თუ არა. მერე გაგვიმართლა, რომ ბენდში გვყავს მსახიობი – აჩიკო. ფაქტობრივად, უკვე მზად ვიყავით, რომ წავსულიყავით და უცებ ვუთხარით, „აბა, მიდი, წაიცეკვე” და ისე გაგვეცინა ამის ცეკვაზე, რომ გადავწყვიტეთ, ბოლომდე გაგვექაჩა. Მერე ვამბობდით კიდეც, მთელი ვიდეო პადელის თამაში რომ ყოფილიყო, მოსაწყენიც კი გამოვიდოდა.

და კიდევ ერთი საინტერესო იდეა მოგვივიდა: ალბომის თითო სიმღერა ჩვენს თითო მეგობარს გავუგზავნეთ და ვთხოვეთ, მათზე 10-15 წამიანი მოკლე კონტენტი გადაეღოთ. ნახევარმა საერთოდ არ გადაიღო, მაგრამ მეორე ნახევარმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი კლიპი, რაც ძალიან მაგარია. საბოლოოდ 5-6 ვიდეო გამოგვდის. აქედან ორი ჩვენ გადავიღეთ , ერთი გადაიღო ნიკა მაჩაიძემ, ერთი გიორგი დადიანმა, ერთი დათო მესხმა და მირიან შენგელაიამ. დათო ფოტოგრაფია და სწორედ მის კლიპს დავდებთ სამშაბათს, 14 ნოემბერს. 20-ში უკვე ალბომი გამოვა და დანარჩენ ვიდეოებს ამის შემდეგ გამოვაქვეყნებთ.”

ნახეთ ვიდეოკლიპი სიმღერაზე Up is Down

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილის კონცერტი ავსტრიაში ისტორიულ როიალზე და დარბაზის მიერ ნამღერი Happy Birthday

შემდეგი სტატია

ტომ იორკი - პარიზის ფილარმონია, 2022 წლის 6 ივნისი. ფოტო: დევიდ ვოლფ-პატრიკი

Radiohead-ის პროექტი The Smile ახალ ალბომს სახელწოდებით Wall of Eyes აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი