Billboard Georgia Stage წარმოგიდგენთ ბექა გოჩიაშვილისა და DJ Logic-ის კონცერტს

კონცერტი 16 დეკემბერს „რესპუბლიკაში” გაიმართება.

16 დეკემბერს Billboard Georgia Stage ბექა გოჩიაშვილისა და DJ Logic-ის დუეტს დაეთმობა. მუსიკოსები „რესპუბლიკის” სცენაზე მათი ერთობლივი პროექტით წარდგებიან, სახელწოდებით Beka & DJ Logic Project და მის ფარგლებში ჩაწერილი ალბომიდან Chillin’ In Batumi რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებენ. ბათუმში დაბადებული იდეით ალბომი 2013 წელს ნიუ-იორკში ჩაიწერა. მისი პრეზენტაცია კი „სილქნეტის” მხარდაჭერით რუსთაველის თეატრში მოეწყო. 

პრეზენტაციის შემდეგ ამერიკაში დაბრუნებულმა მუსიკოსებმა კონცერტი ნიუ-იორკის ცნობილ ჯაზკლუბში Blue Note-ში გამართეს, სადაც საღამოს სპეციალური სტუმარი, ლეგენდარული ბასისტი ვიქტორ ბეილი უკრავდა. 

DJ Logic ცნობილი ამერიკელი დიჯეი და ტერნტეიბლისტია, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში ადრეულ 90-იან წლებში გამოჩნდა. სწორედ მას მიეწერება ჰიპ-ჰოპის სამყაროში ჯაზის შეტანა. წლების განმავლობაში DJ Logic თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან მარკუს მილერი, ჯონ მეიერი, Medeski Martin and Wood, The Roots და სხვები. მათ შორის კი დიდი ადგილი უჭირავს ქართველ ჯაზმუსიკოსს ბექა გოჩიაშვილს, რომელთან ერთადაც DJ Logic-მა ჯაზპროექტი Beka & DJ Logic Project შექმნა. 

ამჟამად პროექტის მონაწილეები არიან: ორი გრემის მფლობელი საქსოფონისტი კეისი ბენჯამინი, ბასისტი ფელიქს პასტორიუსი, ჯაკო პასტორიუსის შვილი და ასევე დრამერი Blaque Dynamite (მაიკ მიტჩელი), რომელიც მუშაობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან სტენლი კლარკი, ერიკა ბადუ, უილოუ სმითი. ჯგუფი Billboard საქართველოს სცენაზე სწორედ ამ შემადგენლობით წარდგება. უახლოეს მომავალში კი Beka & DJ Logic Project კიდევ ერთი ალბომის ჩაწერას გეგმავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Killages მსმენელის წინაშე Billboard Georgia Stage-ზე წარდგა

შემდეგი სტატია

ბიონსეს Renaissance-ის ფილმი, 21 მილიონი დოლარის შემოსავლით, ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი