ბიონსეს Renaissance-ის ფილმი, 21 მილიონი დოლარის შემოსავლით, ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია

ბიონსეს ფილმი პირველი ნამუშევარია, რომელმაც ბოლო 20 წელიწადში, მადლიერების დღის შემდგომ უქმეებზე კინოგაქირავების ასეთ წარმატებას მიაღწია.
ფოტო: კევინ მაზური/WireImage

კვირის უქმეების მონაცემებით, ბიონსე შეერთებული შტატების კინოგაქირავების ლიდერია. მისმა ფილმმა Renaissance: A Film by Beyoncé ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით 21 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ინფორმაციას ამერიკული კინოთეატრების ქსელი – AMC Theatres Distribution 

ფილმის სცენარის ავტორი, პროდიუსერი და რეჟისორი თავად ბიონსეა. ნამუშევარი მისი ალბომის მხარდამჭერ მუსიკალურ ტურნეზეა ფოკუსირებული. შეერთებული შტატებისა და კანადის მასშტაბით, ფილმს 2,539 კინოთეატრში აჩვენებენ, ასევე სეანსები მიმდინარეობს  94 სხვა საერთაშორისო ტერიტორიულ ერთეულში მდებარე კინოთეატრებში. 

აღსანიშნავია, რომ მადლიერების დღის შემდგომი უქმეები განსაკუთრებით დაბალი რეიტინგით გამოირჩევა. ბიონსეს ფილმი პირველი ნამუშევარია, რომელმაც ბოლო 20 წელიწადში, მადლიერების დღის შემდგომ უქმეებზე კინოგაქირავების ასეთ წარმატებას მიაღწია. 

“AMC Theatres Distributio-ის და მთელი ინდუსტრიის სახელით გვინდა, ბიონსეს ამ არაჩვეულებრივი ფილმისათვის მადლობა გადავუხადოთ.”- აღნიშნავს AMC Theatres-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ელიზაბეთ ფრენკი თავის განცხადებაში. “ფანებისაგან გამოხმაურება და კრიტიკოსების შეფასება არის განაცხადი, რომელიც ხაზს უსვამს მის დიდ ნიჭს, არამხოლოდ როგორც შემსრულებლის, არამედ პროდიუსერისა და რეჟისორის ამპლუაში”

მიუხედავად დიდი წარმატებისა, Renaissance-ის ფილმი კომერციული შემოსავლით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ტეილორ სვიფტის ფილმს – Taylor Swift: The Eras Tour. სვიფტის საკონცერტო ფილმის პრემიერა ოქტომბერში შედგა და სადებიუტო სეანსებიდან 92,8 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. Taylor Swift: The Eras Tour კინოთეატრების ეკრანებს მალე დატივებს, ამასობაში კი მისი გლობალურმა შემოსავალმა 250 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 

ბიონსემაც და ტეილორ სვიფტმაც თანამშრომლობისათვის AMC Theatres აირჩიეს. ორივე ვარსკვლავი ერთმანეთის გგულშემატკივრობდით და

მხარდაჭერით გამოირჩევა. სვიფტი ბიონსეს ფილმის დახურულ პრემიერაზე დააფიქსირეს, იქამდე კი Taylor Swift: The Eras Tour-ის ჩვენებას ბიონსე ესწრებოდა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard Georgia Stage წარმოგიდგენთ ბექა გოჩიაშვილისა და DJ Logic-ის კონცერტს

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი ტრევის კელსის კიდევ ერთ თამაშს დაესწრო

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი