მუსიკოსმა ნათია სართანიამ ახალი ალბომი home წარადგინა

„აღმოვაჩინე, რომ ეს ჩანაწერი ერთგვარად ჩემს თავს მივუძღვენი. შესაძლოა ცოტა უხერხულადაც ჟღერდეს, თუმცა რეალურად ის თავიდან ბოლომდე ჩემზეა. ვფიქრობ, საკმაოდ პერსონალური ალბომი გამოვიდა.“
home

8 დეკემბერს მუსიკოს sTia-ს (ნათია სართანია) ალბომი, სახელწოდებით home გამოვა. ნათია სართანია ქართულ მუსიკალურ სივრცეში უკვე მრავალი წელია მოღვაწეობს და მისი სახელი ინდუსტრიის არაერთ მნიშვნელოვან პროექტთან არის დაკავშირებული. 

ნათია სართანია სახელოვნებო სკოლის CES-ის და CES Records-ის დამფუძნებელია. ის ასევე არის ლეიბლის „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ თანადამფუძნებელი. 

sTia-ს დაანონსებული ალბომი არტისტის მუსიკალურ ხელწერას გამოხატავს, რომელშიც მსმენელი კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკის სინთეზს შეხვდება. გარდა იმისა, რომ sTia კომპოზიციების ავტორი და შემსრულებელია, პროდიუსინგიც მასვე ეკუთვნის. 

ალბომის გამოცემამდე რამდენიმე დღით ადრე, sTia-მ მუსიკალური ვიდეოც წარადგინა, რომელიც გადაღებულია ალბომში შესულ სიმღერაზე Where Do I Go from Here. ვიზუალური ნამუშევარი Nikakoi-ს ეკუთვნის. 

„Billboard საქართველო“ ნათია სართანიას შეხვდა და დაანონსებული ალბომის შესახებ ესაუბრა. 

ნათია სართანია: 

„ალბომი შვიდი კომპოზიციისაგან შედგება. აქედან ორი კომპოზიცია არის ქავერი. ერთ-ერთი მათგანი არის Luna Flowers-ის და Sabana-ს FlowerWild, რომლის ქავერ ვერსიასაც მე ვასრულებ. მეორე კი არის ჩემი კომპოზიცია home, რომელსაც Nikala აქავერებს. ალბომში შემავალ კომპოზიციებს ბოლო ერთ წელზე მეტია სინგლებად ვაქვეყნებდი, ბოლოს კი მივხვდი, რომ ისინი ერთი კონცეფციის მატარებელი იყო და ალბომის სახით გამოცემა გადავწყვიტე.“

home, 8 დეკემბერს, ფირფიტის სახით გამოიცემა და მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე განთავსდება. იქიდან გამომდინარე, რომ home საფორტეპიანო ალბომია, არტისტმა გადაწყვიტა, რომ ნოტებიც გამოსცეს. 

homr

ალბომის ყდაზე ნათია სართანიას ბავშვობის საარქივო ფოტოა დაბეჭდილი და ის იდეურად ალბომის სახელწოდებასთან არის დაკავშირებული.

„სახელწოდებაში home არ მიგულისხმია რაიმე კონკრეტული ფიზიკური ადგილი. ეს სახლის შეგრძნებაზეა და საკუთარ თავთან, ბავშვობასთან არის ასოცირებული. ვფიქრობ, ბავშვობაში კიდევ უფრო ჩამოყალიბებულად და გულახდილად ვიცით ვინ ვართ. რაც დრო გადის, თითქოს მეტად ვიკარგებით. ამიტომ, ეს ალბომი იდეურად სახლის  და საკუთარი თავის შეგრძნების კავშირზეა“.

როგორც ნათია სართანია ამბობს, ალბომის ჟანრობრივად განსაზღვრა რთულია. ის კლასიკური და ნეოკლასიკური მუსიკის ერთგვარი ნაზავია. ჟღერადობაში ჯაზ აკორდები და ექსპერიმენტული მუსიკის გავლენაც იგრძნობა. 

home

„ალბომი ძალიან მშვიდი ჟღერადობით ხასიათდება. ეს ძირითადად აკუსტიკური ჩანაწერია. თითქმის ყველა კომპოზიციას თავიდან ბოლომდე ვასრულებ და საუნდ დიზაინი შემდეგ აქვს გაკეთებული. რაც შეეხება ქავერ ვერსიებს, რაც ვახსენე Nikala-ს მიერ შესრულებული ტრეკი ჰიპ-ჰოპ ინსტრუმენტალის ჟანრშია შესრულებული, ხოლო FlowerWild რეჩიტატიული და საკმაოდ პოეტური კომპოზიციაა. საბოლოოდ home-ის ჟანრობრივ მიმართულებას ვერ დავასახელებ, თუმცა ნამუშევარს საფორტეპიანო ალბომს ვუწოდებ. ზოგადად, როცა მუსიკას ქმნი და სამუშაო პროცესში ხარ, ამ დროს შესაძლოა სრული ფორმა ბოლომდე ვერ აღიქვა. როდესაც პროდუქტი სრულდება, არტისტი შემდეგ უფრო ხვდება საერთო იდეას და უკეთ აღიქვამს კონცეფციას. ცხადია, შემოქმედებით პროცესში ინსპირირებული ხარ, თუმცა ნამუშევარი ფორმას თითქოს სწორედ დასრულების შემდეგ იძენს. ჩემი ალბომის შემთხვევაშიც ასე გამოვიდა და აღმოვაჩინე, რომ ეს ჩანაწერი ერთგვარად ჩემს თავს მივუძღვენი. შესაძლოა ცოტა უხერხულადაც ჟღერდეს, თუმცა რეალურად ის თავიდან ბოლომდე ჩემზეა. ვფიქრობ, საკმაოდ პერსონალური ალბომი გამოვიდა.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„და გრემი გადაეცემა…“ – ნინი აირისის გამოსვლა The Voice-ის ლაივ შოუზე

შემდეგი სტატია

Nini Iris The Voice-ის ნახევარფინალშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი