Nini Iris The Voice-ის ნახევარფინალშია

ამერიკული The Voice-ის ისტორიაში, Პირველად ქართველი არტისტი Nini Iris ნახევარფინალშია

The Voice-ის 24-ე სეზონის ქართველი მონაწილე Nini Iris უკვე ნახევარფინალშია, თუმცა აქამდე ნინიმ საკმაოდ რთული გზა გაიარა. 

ბრმა მოსმენის, რინგის, ნოკაუტ რაუნდის, Playoffs-ს და ლაივ შოუს  შემდეგ ნინი ბრეგვაძე (Nini Iris) უკვე ტოპ ცხრა მონაწილეს შორის არის. 

„ამერიკული ოცნება ნამდვილია და მე მასში ვცხოვრობ!

ძალიან დიდი მადლობა თქვენი ხმის დაფიქსირებისთვის, მადლობა საუკეთესო მწვრთნელს ნაილ ჰორანს, მას რომ ჩემი არ სჯეროდეს მე აქ არ ვიქნებოდი. ძალიან მიხარია, ამას სიტყვებით ვერ აღვწერ.  

ძალიან მიყვარხართ ყველა! შევხვდებით შემდეგ კვირას @nbcthevoice-ზე 🤍” – წერს Nini Iris – სოციალურ ქსელში.

ლაივ შოუში ნინიმ  The Cure-ის ცნობილი სიმღერა – Lovesong შეასრულა და მწვრთნელების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. Სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი და რთული ეტაპია.  

ყოველი შოუს შემდეგ ამერიკაში The Voice-ის მაყურებელს საშუალება აქვს საკუთარ რჩეულს მხარი დაუჭიროს. ხმის მიცემა   ტელეკომპანია NBC-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://voice.vote.nbc.com და აპლიკაციაშია შესაძლებელი.

5  დეკემბერს  სატელევიზიო შოუს პირდაპირ ეთერში თორმეტი საუკეთესო კონკურსანტიდან ოთხი აუთსაიდერი დასახელდა,  რომელთაც დამატებით კიდევ მიეცათ შანსი და საკონკურსო სიმღერის შეასასრულებლად. მუსიკალური ნომრების დასრულების შემდეგ ხუთი წუთის განმავლობაში ხმის მიცემა განახლდა და ხმათა უმრავლესობით ნახევარფინალში ერთი აუთსაიდერი რვა რჩეულ მონაწილეს დაემატა.  პროექტს სამი მონაწილე გამოეთიშა და   The Voice-ის ნახევარფინალში ცხრა მონაწილე, მათ შორის ქართველი შემსრულებელი Nini Iris დასახელდა.

სატელევიზიო მუსიკალური შოუ The Voice NBC-ზე გადაიცემა.

The Voice-ის 24-ე სეზონის მწვრთნელები კი ნაილ ჰორანი, გვენ სტეფანი, ჯონ ლეჯენდი და რება მაკენტირი არიან.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მუსიკოსმა ნათია სართანიამ ახალი ალბომი home წარადგინა

შემდეგი სტატია

5 იანვარს გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი