HOPE – Mechanical Rainbow-ს ახალი სიმღერის პრემიერა

„ეს ერთ პერსონაჟზეა, რომელიც ძალიან ექსცენტრული, აქტიური, შეყვარებული და მორცხვია, თუმცა იმედი აქვს, რომ ყველაფერი გამოვა.“

დღეს, 15 დეკემბერს, 20:00 საათზე Youtube პლატფორმაზე Mechanical Rainbow-ს ახალი სიმღერა HOPE გამოქვეყნდება.

სიმღერის ვიდეო-კლიპი სრულად IPAD-ის სელფი კამერით არის გადაღებული, რომელიც  ანიმაციებით არის გაფორმებული. 

დადუ დონაძე – Mechanical Rainbow-ს ფრონტმენი, გიტარისტი

„სიმღერა წელიწად ნახევრის უკან დაიწერა, როცა ჯერ კიდე შრი-ლანკაზე ვიყავით. თვითონ სიმღერის სახელიც Hope დასაწყისშივე მოვიდა, მეგონა მერე შევცვლიდით და სიმღერა როგორც განვითარდებოდა იმის მიხედვით ახალ სახელს მოვუფიქრებდი, თუმცა რატომღაც ეს სახელი ბოლომდე დარჩა. მინდოდა ცოტა კეკლუცური, ექსცენტრული, სიმღერა გამოსულიყო და ამ მიმართულებით მივდიოდი. მერე რაღაც პერიოდის განმავლობაში სიმღერა თაროზე იყო შემოდებული, იმიტომ რომ სხვა რელიზებზე ვმუშაობდით და ახლა დაახლოებით ორი თვის უკან აქტიურად დავიწყეთ მასზე მუშაობა საქართველოში და ქართული ლირიკაც დაემატა.  ეს ქართული ლირიკა სხვა ურთიერთობამ განაპირობა. თითქოს სიმღერაც ჩვენთან ერთად ვითარდებოდა ამ დროის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ვთქვა, რომ სიმღერის ტემპიც შეიცვალა ანუ BPM შედარებით დაბალი ჰქონდა 145 ახლა ბევრად უფრო მაღალზეა თუ არ ვცდები 165-ზე და რაღაცნაირად ხმოვანებით ცოცხალ შესრულებას ძალიან მოუხდება.

საბოლოო ჯამში იდეურად ისე დალაგდა სიმღერა, რომ ეს ერთ პერსონაჟზეა, რომელიც ძალიან ექსცენტრული, აქტიური, შეყვარებული და მორცხვია, თუმცა იმედი აქვს, რომ ყველაფერი გამოვა. ჩემი აზრით ქართული რეალობა რაც არის ძალიან უხდება ამ სიტუაციას, იმიტომ რომ ეს სიმღერა სხვანაირ სინათლეს და სიფერადეს მატებს.

თუ არ ვცდები ადრე ინტერვიუში თქვენთან მქონდა ნათქვამი, რომ ამ ვიდეოს გადაღებას მთლიანად IPAD-ის სელფი კამერით ვაპირებდით თქო და ზუსტად ესეც მოხდა, რომელსაც მერე ანიმაციები დავუხატეთ, GIF-ები დავუმატეთ და ამით შეიქმნა თავიდან ბოლომდე ის „ვაიბი“, რასაც ვიდეო-კლიპში თავადაც ნახავთ.”

დაელოდეთ და ნახეთ Mechanical Rainbow-ს ახალი სიმღერა და ვიდეო კლიპი HOPE

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გვანცა დარასელიას რჩეული მუსიკა

შემდეგი სტატია

Sophie Villy-ს ახალი სიმღერა Flow

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი