Sophie Villy-ს ახალი სიმღერა Flow

„Flow არის ბუნებრივი მდგომარეობა, მუდმივი დინება, შეუჩერებელი პროცესი, რომელიც ადამიანმა საკუთარი თავის, შინაგანი ხმის მოსმენით შეიძლება აღმოაჩინოს, გამოაღვიძოს და მიჰყვეს მას…“

Sophie Villy-იმ ახალი სიმღერა სახელწოდებით Flow გამოუშვა. სიმღერა Hennessy-ის მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც პროექტში ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენებას ითვალისწინებდა. Sophie Villy-ის პირველი შეხება სვანურ ხალხურ საკრავ ჭუნირთან სწორედ აქედან დაიწყო.

Sophie Villy – მუსიკოსი:

„ზოგადად, არასოდეს მიმიღია მონაწილეობა მუსიკალურ კონკურსებში, გარკვეული შეხედულებების გამო… ეს იყო პირველი შემთხვევა, რომელმაც დამაინტერესა, რადგან Hennessy-ს კონკურსი ითვალისწინებდა ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების საავტორო კომპოზიციაში გამოყენებას, რაც ერთგვარ გამოწვევად მივიღე. 

სვანური ჭუნირი, რომელიც არასოდეს მჭერია იქამდე ხელში, ერთ საათში ავითვისე და ფაქტობრივად, ხუმრობა-ხუმრობით, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე ჩავწერე და ავტვირთე მოკლე ნაწყვეტი.

პარალელურად ტექსტზე და კომპოზიციის განვითარებაზე დავიწყე ფიქრი. ჩემი მეგობრის დიმიტრი ლეკვეიშვილის Ditrixa-ს სტუდიაში სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩავწერე, მოვსინჯე. შემდეგ Insight-ის და საოცარი ბენდის Suffron Soul-ის შემქმნელ, არაჩვეულებრივ მუსიკოსის უჩა გუგუნავას სტუდიაში გადავინაცვლე, სადაც უშუალოდ საუნდ დიზაინზე და მიქსინგზე ვიმუშავეთ.

Flow არის ბუნებრივი მდგომარეობა, მუდმივი დინება, შეუჩერებელი პროცესი, რომელიც ადამიანმა საკუთარი თავის, შინაგანი ხმის მოსმენით შეიძლება აღმოაჩინოს, გამოაღვიძოს და მიჰყვეს მას… ეს არის ბუნების საჩუქარი, აკეთო ის რაც გიყვარს და არასოდეს დაიღალო ამით. 

„შენ ხარ ბუნება.  შენ ხარ ღია კარი.“ – ეს სიტყვები პატი სმიტმა თავის შოუზე წარმოთქვა სცენიდან. მახსოვს, ჟრუანტელმა დამიარა ამ დროს და ეს მომენტი მკვეთრად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში.  იმ საღამოს, Flow-ს ტექსტის წერას მივუბრუნდი და მივხვდი, რომ მისამღერში სწორედ ეს სიტყვები, ეს მდგომარეობა უნდა გაჟღერებულიყო. მეორე დღეს პატის შევხვდი და მადლობა გადავუხადე შთაგონებისთვის. დიდებული დღე იყო.

რაც შეეხება პრიზს, რომელიც მერგო, ის მაძლევს საშუალებას დავასრულო ჩემი მეოთხე ალბომი CLARITY, რომლის ჩაწერაც სამი წლის წინ დავიწყე. შევა თუ არა Flow ამ ალბომში, ჯერ არ ვიცი.“

მოისმინეთ და ისიამოვნეთ Sophie Villy-ს ახალი სიმღერით – Flow

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

HOPE – Mechanical Rainbow-ს ახალი სიმღერის პრემიერა

შემდეგი სტატია

Billboard საქართველო Billboard-ის მუსიკალური ჩარტების გამოქვეყნებას იწყებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი