კანიე უესტმა ებრაელ ხალხს ბოდიში მოუხადა

„გულწრფელად ვნანობ, რომ ადამიანებს ტკივილი მივაყენე”- წერს რეპერი

კანიე უესტმა ახლახან განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც  ებრაელ ხალხს ანტისემიტური კომენტარების გამო ბოდიში მოუხადა. ეს განცხადება წინ უძღვის უესტის დაანონსებული ალბომის, სახელწოდებით Vultures გამოცემას. 

„ებრაელ ხალხს გულწრფელად ვუხდი ბოდიშს, თუ ჩემი ქმედებებით, ან ნათქვამით უნებლიედ ბრაზი გამოვიწვიე. წყენა, ან შეურაცხყოფა ჩემი განზრახვა არ ყოფილა. მე მზად ვარ, საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ამ გამოცდილებიდან გაკვეთილი მივიღო, რათა მომავალში მეტი მგრძნობელობა და გაგება გამოვიჩინო. თქვენგან პატიება ჩემთვის მნიშვნელოვანია და მზად ვარ, რომ ამ თანადგომით მომავალში ყველაფერი გამოვასწორო” – წერს რეპერი ინსტაგრამზე.

ჯერ კიდევ 2022 წელს Ye-მ საზოგადოების დიდი კრიტიკა დაიმსახურა, როცა არტისტმა ანტისემიტური განცხადებების გავრცელება დაიწყო. მან ინტერვიუებში ებრაელი ხალხის მიმართ სიძულვილის ენა არაერთხელ გამოიყენა. 

2023  წლის დეკემბრის დასაწყისში მაიამიში დახურული მუსიკალური ღონისძიება გაიმართა, რომელიც დაანონსებულ ალბომს, Vultures-ს მიეძღვნა. Vultures კოლაბორაციული ალბომია, რომელიც უესტმა Ty Dolla $ign-თან ერთად ჩაწერა. ლაივზე კანიე Ku Klux Klan-ის ნიღბის მსგავსი კოსტიუმით გამოჩნდა. მან შეასრულა ტრეკი, რომლის ტექსტი წარსულში გაკეთებული ანტისემიტურ განცხადებებსა და ებრაელ ხალხთან დამოკიდებულებას ეხებოდა. 

რაც შეეხება ალბომს, მისი გამოცემის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. უკანასკნელი მონაცემებით, Vultures 2024 წლის 12 იანვარს გამოვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი ბარბაქაძის რჩეული მუსიკა

შემდეგი სტატია

ERC721 – მაქსიმე მაჩაიძის ახალი მუსიკალური ვიდეო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი