კლუბში „მტკვარზე” Kordz-ის მუსიკალური ლაივების სერია გაიმართა

Kordz-ს სცენაზე შეუერთდნენ მიწვეული არტისტები: თამრიკო კორძაია, Creams, გიორგი ცაგარელი და DRO.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

1-ელ და 2 იანვარს „მტკვარზე” Kordz-ის მუსიკალური ლაივი გაიმართა. ლაივების ფარგლებში სცენაზე მიწვეული არტისტებიც წარდგნენ, რომელთა ვინაობა მუსიკალურ პერფორმანსებამდე უცნობი იყო. 2 იანვარს გამართულ კონცერტზე Kordz-ს შეუერთდნენ თამრიკო კორძაია, Creams, გიორგი ცაგარელი და DRO.  

Creams-თან კოლაბორაციის სახით Kordz-მა არტისტის ორი ტრეკის თავისებური ინტერპრეტაცია შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს მუსიკალური თანამშრომლობა მსმენელმა პირველად Creams-ის კონცერტზე მოისმინა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე, ასევე კლუბის Mtkvarze სივრცეში გაიმართა. 

ნახეთ ვიდეო Kordz-ის კონცერტიდან:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

TAMADA – კონცერტი რესპუბლიკაში

შემდეგი სტატია

სელენა გომესი მუსიკალური კარიერის დასრულებაზე მიანიშნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი