Spice Girls-ის საფოსტო მარკები დაიბეჭდა

ჯგუფის 30 წლის იუბილეს აღსანიშნად Spice Girls-ის 15 საფოსტო მარკა დაიბეჭდა.
Spice Girls, ნიუ-იორკი,1997 წლის 1 თებერვალი. ფოტო: ენ სუმა
Spice Girls, ნიუ-იორკი,1997 წლის 1 თებერვალი. ფოტო: ენ სუმა

ბრიტანეთის სამეფო ფოსტის (Royal Mail) განცხადებით, თვის ბოლოს Spice Girls-ის 30 წლის იუბილეს აღსანიშნად საფოსტო მარკებს გამოსცემს.

სრული კომპლექტი აფიშებს, ღია ბარათებს და საკოლექციო ნივთებს მოიცავს, რომელიც გაყიდვაში 11 იანვრიდან გამოვიდა. ყველაზე მთავარი კი Spice Girls-ის ოქროს მარკების ნაკრებია, რომელიც შეზღუდული რაოდენობით  გამოიცა. 

ბრიტანეთის სამეფო ფოსტის  განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის ყველაზე დიდი კამპანია, რომელიც ფოსტამ  ქალთა პოპ ჯგუფს მიუძღვნა.

ათი მთავარი მარკა, 1997 წლის Brit Awards-ზე გადაღებულ სურათებს და 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე გადაღებულ ფოტოებს მოიცავს.

დანარჩენი ხუთი მარკა მინიატურულ ფურცელზეა გამოსახული, რომელზეც 1998 წლის მხატვრული ფილმის, Spice World-ის ფოტოსესიაზე გადაღებული კადრებია ასახული.

ჯგუფი Spice Girls 1994 წელს შეიქმნა, ორი წლის შემდეგ სიმღერა Wannabe გამოსცეს, რომელიც ბრიტანული პოპის ახალი ეპოქის საწყისი აღმოჩნდა.

ბრიტანეთის სამეფო ფოსტას (Royal Mail) აქამდე The Beatles-ის (2007 წელს), Pink Floyd-ის (2016), Queen-ის (2020), პოლ მაკარტნის (2021), Rolling Stones-ის (2022) და Iron Maiden-ის (2023) საფოსტო მარკები აქვს გამოცემული.

ნახეთ Spice Girls-ის საფოსტო მარკები:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Paper Planes - Artwork by- Tekla Kighuradze / Nodo Ugulava

Paper Planes – ნინი ნუცუბიძის ახალი EP

შემდეგი სტატია

2024 წელს ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

ამ კვირას ჯგუფისა და ლოს-ანჯელესის კინოორკესტრის ერთობლივ კონცერტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვა.
მეტი
მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი

სელენა გომესმა ახალი ალბომის კიდევ ერთი ვერსია წარადგინა და ბონუსად 8 წლის წინანდელი სიმღერა – Stained გამოუშვა

„ფაქტობრივად, თითოეულ სიმღერაზე პატარა ისტორიას ვყვები, რათა ავხსნა, თუ რას ვგრძნობ და როგორ ვხედავ მათ,” – აღნიშნა მომღერალმა.
მეტი