Diddy 2024 წლის გრემის დაჯილდოებას არ დაესწრება

ახალი ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ვარსკვლავი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.
Diddy
Paras Griffin/Getty Images

Diddy 2024 წლის გრემის დაჯილდოებას არ დაესწრება, მიუხედავად იმისა, რომ თავადაა წარდგენილი საუკეთესო R&B ალბომის ნომინაციაში. ახალი ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ვარსკვლავი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. 

სამი გრემის მფლობელმა ვარსკვლავმა ბოლო ჯილდო 2002 წელს მოიგო დუეტის/ჯგუფის მიერ საუკეთესო რეპ შესრულებისთვის Nelly-სა და Murphy Lee-სთან ერთად სიმღერისთვის Shake Ya Tailfeather.

Diddy-ის ყოფილი მეგობარი გოგონა კეისი პირველი იყო, ვინც რეპერი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მან სარჩელი ნოემბერში შეიტანა, სადაც ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ იგი ათი წლის განმავლობაში უძლებდა რეპერის ძალადობრივ ქმედებებსა და შემაწუხებელ მოთხოვნებს, მათ შორის ფიზიკურ თავდასხმებსა და იძულებას, სექსუალური კავშირი დაემყარებინა მამაკაც სექსმუშაკებთან. საჩივრის მიხედვით, როცა 2018 წელს კეისი ეცადა, რომ Diddy-სთან 11-წლიანი ურთიერთობა დაესრულებინა, რეპერმა ის თავის სახლში გააუპატიურა. 

ამის შემდეგ ვარსკვლავს მალევე უჩივლა კიდევ ორმა ქალმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ Diddy-ის მხრიდან მათზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა. 

6 დეკემბერს კი რეპერს მეოთხე ქალმა უჩივლა, რომლის თქმითაც, იგი 2003 წელს, 17 წლის ასაკში გაიტაცეს და ჯგუფურად გააუპატიურეს თავად რეპერმა, Bad Boy Records-ის ხელმძღვანელმა ჰარვ პიერმა და კიდევ ერთმა კაცმა.

Diddy-მ ბრალდებები ინსტაგრამის განცხადებაში იყო: „ბოლო კვირების განმავლობაში ჩუმად ვიყავი და ვუყურებდი, თუ როგორ კლავდნენ ადამიანები ჩემს სახელს, ანადგურებდნენ ჩემს რეპუტაციას და ჩემს მემკვიდრეობას. საზიზღარი განცხადებები იქნა გაკეთებული ჩემ წინააღმდეგ ცალკეული ადამიანების მიერ, რომლებიც სწრაფად გამდიდრებას ცდილობენ. ნება მომეცით, ნათელი მოვფინო: მე არ ჩამიდენია არც ერთი ის საშინელი რამ, რაშიც დამადანაშაულეს. მე ვიბრძოლებ ჩემი სახელისთვის, ჩემი ოჯახისა და სიმართლისთვის.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

შემდეგი სტატია

Winter Jazzfest

ქართველი მუსიკოსები ნიუ-იორკის Winter JazzFest-ზე წარდგებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი