Green Day-მ ახალი ალბომი – Saviors გამოუშვა

Saviors ბენდის მე-14 სტუდიური ალბომია.

Green Day-მ ალბომი გამოუშვა. Saviors – ასე ჰქვია ჯგუფის მე-14 სტუდიურ ალბომს, რომელშიც ახალ სიმღერებთან ერთად, ბენდის ბოლოდროინდელი წარმატებული ტრეკი – The American Dream Is Killing Me არის შესული. აღსანიშნავია, რომ 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Green Day-მ წინა ალბომი – Father of All… გამოსცა.

როგორც Rolling Stone-თან ინტერვიუში ბენდის ბასისტმა მაიკ დერნტმა აღნიშნა, The American Dream Is Killing Me ბილი ჯო ამსტრონგმა დაახლოებით 4 წლის წინ დაწერა. გარდა ამ ტრეკისა, ალბომის გამოცემამდე ბენდმა კიდევ ოთხი სინგლი Dilemma, Bobby Sox, One Eyed Bastard და Look Ma, No Brains! გამოაქვეყნა. Saviors-ში შესული ყველა სიმღერა ბენდის წევრების ამსტრონგის, დერნტის და ტრე ქულის დაწერილია. ტექსტთან ერთად, მათვე ეკუთვნით მელოდიაც. ახალი ალბომის წარდგენის ფარგლებში  Green Day-მ 16 იანვარს Rockefeller Center-ში ლაივ სესია წარადგინა. მუსიკალური სესია ცნობილი შოუს სახელწოდებით  The Tonight Show Starring Jimmy Fallon ფარგლებში ჩაიწერა. 

ალბომის გამოცემის შემდეგი ეტაპი ჩანაწერის მხარდამჭერი ტურნეა, რომლის პირველი კონცერტი 29 ივლისს ვაშინგტონში Nationals Park-ის სტადიონზე გაიმართება. ტურნე ბენდისათვის მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღებს ემთხვევა. 2024 წელს Green Day სიმღერების  Dookie-ის გამოსვლიდან 30 წლის და American Idiot-ის გამოცემიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჯგუფის კონცერტებზე აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ისეთი მოწვეული შემსრულებლები, როგორებიც არიან The Smashing Pumpkins, Rancid და The Linda Lindas.

მოუსმინეთ ალბომს –  Saviors.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თეონა ცირამუა - გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი

გორის ქალთა გუნდი – ქართული საგუნდო მუსიკის გამორჩეული სახე – ინტერვიუ თეონა ცირამუასთან

შემდეგი სტატია

მადონა ჟან-პოლ გოტიესთან ერთად საკულტო კორსეტის მაისურს უშვებს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი