Guns N’ Roses ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოს აზიარებს

2023 წლის სინგლზე შექმნილი ვიდეო მოიცავს ბენდის ლაივკონცერტების ჩანაწერებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ფუტურისტული სამყაროს კადრებს ერწყმის.
Guns N’ Roses – The General

მაშინ, როცა 2008 წლის Chinese Democracy-ის შემდეგ მსოფლიო ისევ Guns N’ Roses-ის ახალი ალბომის მოლოდინშია, ვეტერანმა როკერებმა 2023 წლის სინგლზე The General ახალი ვიდეოკლიპი გააზიარეს. ეს ბენდის პირველი ვიდეოა, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა. 

ვიდეო მოიცავს ჩანაწერებს ბენდის 20 ლაივკონცერტიდან, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფუტურისტული სამყაროს კადრები ერწყმის, სადაც ახალგაზრდა ანიმაციური გმირი იკვლევს გზას. კლიპის აღწერის მიხედვით „ვიდეო მოგზაურობაა ახალგაზრდა ბიჭის ქვეცნობიერში, რომელიც ბავშვობის ბნელ მოგონებებს უსწორებს თვალს.”

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ბენდში ისევ შეიკრიბნენ დამფუძნებელი წევრები: გიტარისტი სლეში და ბასისტი დაფ მაკკეგენი, Guns N’ Roses მსოფლიოს მასშტაბით ტურნეებს მართავს. პარალელურად კი არ წყდება ჭორები ბენდის პირველი შემადგენლობის ახალი ალბომის გამოცემის შესახებ 1991 წლის ორი დისკის – Use Your Illusion I და II-ის შემდეგ. 

2023 წელს The General-თან ერთად GNR-მა ასევე გამოუშვა როკბალადა Perhaps. სექტემბერში კი Use Your Illusion I & II-ის სპეციალური ნაკრები გამოვიდა, სადაც 63 აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია და ვიდეო შევიდა.

ნახეთ ვიდეოკლიპი The General:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯონი მარი დონალდ ტრამპს Smiths-ის სიმღერების საარჩევნო კამპანიაში გამოყენებისთვის აკრიტიკებს

შემდეგი სტატია

რობი რობერტსონი და მარტინ სკორსეზე შემოქმედებითი თანამშრომლობისათვის სპეციალურ საპატიო ჯილდოს მიიღებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი