ხატია ბუნიათიშვილი რიანასთან და ემანუელ მაკრონთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ფოტოები Élysée Palace-ში გამართულ ოფიციალურ მიღებაზეა გადაღებული. საღამოზე პოპ კულტურის ვარსკვლავებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, მიწვეულ სტუმრებს შორის ქართველი პიანისტიც იყო.
ფოტო: ხატია ბუნიათიშვილი/IG

26 იანვარს, პარიზში Opération Pièces Jaunes-ის სახელით ცნობილმა ფრანგულმა ფონდმა კონცერტი გამართა. ფონდის მიზანი იმ ბავშვების და მოზარდების დახმარებაა, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. საქველმოქმედო კონცერტზე მონაწილეობა არაერთმა ცნობილმა ვარსკვლავმა მიიღო, მათ შორის არიან Asap Rocky, Blackpink-ის ლისა, Maroon 5 და სხვები. 

აღნიშნულ ღონისძიებამდე  Élysée Palace-ში ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც პოპ კულტურის ვარსკვლავებთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონიც ესწრებოდა. საღამოზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყო ქართველი პიანისტი,  ხატია ბუნიათიშვილი. ახლახან პიანისტმა საკუთარი ინსტაგრამის ანგარიშზე ამ საღამოს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. 

ბუნიათიშვილი ფოტოებზე აღბეჭდილია ისეთ პერსონებთან ერთად, როგორებიც არიან ემანუელ მაკრონი, ბრიჯიტ მაკრონი, რიანა და მოდის ყველაზე გავლენიანი კონგლომერატის – LVMH-ის მფლობელი ოჯახის წარმომადგენელი, ჰელენ მერსიე-არნო. 

აღსანიშნავია, რომ ეს საღამო ბევრი დეტალით იყო გამორჩეული და სოციალურ მედიაში ღონისძიებაზე გადაღებული მრავალი ფოტო გავრცელდა. ასეთი საჯარო ყურადღების მიზეზი, პირველ რიგში, რიანას პარიზში საჯარო გამოჩენაა.

რაც შეეხება ხატია ბუნიათიშვილის საერთაშორისო კარიერასა და მის პერსონას, პიანისტი არაერთხელ გვინახავს მსოფლიო პრესის ფოკუსში. 2022 წელს ბუნიათიშვილი ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა, იქამდე კი Cartier-ის სახე გახდა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ პიანისტს  შემოქმედებითი თანამშრომლობა მუსიკალური ინდუსტრიის არაერთ ცნობილ წარმომადგენელთან აკავშირებს, მათ შორის არის Coldplay. 

ნახეთ Opération Pièces Jaunes-ის გალა კონცერტის ოფიციალური ჩანაწერი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Lasso – ლანა დელ რეი ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

ბრიუს სპრინგსტინის დედა 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი