მაილი საირუსმა კარიერაში პირველი გრემი მიიღო

საირუსმა სიმღერით Flowers საუკეთესო პოპ სოლო შესრულებისა და წლის ჩანაწერის ნომინაციებში გაიმარჯვა.
ფოტო: ვალერი მეიკონი/Getty Images

ლოს ანჯელესის Crypto.com-ის არენაზე 2024 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით 2023 წლის საუკეთესო მუსიკალური ნამუშევრები და მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები გამოავლინა. 

ეს დაჯილდოება განსაკუთრებული აღმოჩნდა მაილი საირუსისათვის, რადგან მომღერალმა თავისი 16-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში პირველი გრემი მიიღო. საირუსმა სიმღერით Flowers საუკეთესო პოპ სოლო შესრულებისა და წლის ჩანაწერის ნომინაციებში გაიმარჯვა.

საირუსი გრემის 2024 წლის დაჯილდოებაზე მუსიკალური ნომრის შემსრულებელ არტისტებს შორისაც იყო. მომღერალმა ცერემონიაზე Flowers შეასრულა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Natalia Nakopia - Carry On

ნატალია ნაყოფიას ახალი სინგლი Carry On

შემდეგი სტატია

გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე ტეილორ სვიფტმა ყველასათვის მოულოდნელად ახალი ალბომი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი