Browsing Tag

Miley Cyrus

20 posts

მაილი საირუსი ამბობს, რომ „ჰანა მონტანას” დასრულების შემდეგ დისნეიმ მას შოუსთან დაკავშირებული სიმღერების შესრულება აუკრძალა

მაილი საირუსმა ღიად ისაუბრა, თუ როგორ გაგრძელდა მისი მუსიკალური კარიერა „ჰანა მონტანას” დასრულების შემდეგ. 32 წლის პოპვარსკვლავმა და მსახიობმა The Ringer-ის პოდკასტში სტუმრობისას გაამხილა, რომ დისნეის პოპულარული სერიალის დასრულების შემდეგ, 2011 წელს, მას შოუსთან დაკავშირებული სიმღერების შესრულება აუკრძალეს. „როცა დისნეი…

ამ კვირის რომელი ახალი რელიზია თქვენი ფავორიტი?

მაისი დასასრულს მიუახლოვდა. თვის ბოლო კვირა კი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ახალი რელიზებით. კვირის მთავარი გმირი მაილი საირუსია, რომელმაც პარასკევს ახალი ალბომი გამოსცა, სახელწოდებით Something Beautiful. მასში შედის სინგლები End of the World და More to Lose. ეს პირველი ალბომია საირუსის…

მაილი საირუსი სიფხიზლის შენარჩუნებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გრემის მოგება მისთვის ერთგვარი განკურნება იყო

მაილი საირუსი მალე ახალ ალბომს გამოსცემს, სახელწოდებით Something Beautiful. თუმცა მანამდე მომღერალი ყველა იმ ნაბიჯს იხსენებს, რომელმაც ის ამ მომენტამდე მიიყვანა, სიფხიზლის შენარჩუნებიდან დაწყებული, გრემის მოგებით დასრულებული.  ახალ ინტერვიუში პოპვარსკვლავმა გაამხილა, რომ ნივთიერებაზე დამოკიდებულების დაძლევამ არა მხოლოდ მისი ცხოვრება შეცვალა…

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

მაილი საირუსი მეცხრე სტუდიურ ალბომს გამოუშვებს, რომლის სახელწოდებაა Something Beautiful. მუსიკოსი ალბომს თავად „უნიკალურ პოპ-ოპერას“ უწოდებს და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 20-წლიან მუსიკალურ კარიერაში ეს მისი ყველაზე ამბიციური ნაბიჯი იქნება.  Something Beautiful 30 მაისს გამოვა და მას ვიზუალური პროექტის სახე…

მაილი საირუსმა ბრიტანი ჰოვარდთან ერთად SNL-ის საიუბილეო პროგრამაში Nothing Compares 2 U შეასრულა

მაილი საირუსმა და ბრიტანი ჰოვარდმა SNL-ის 50 წლის საიუბილეო პროგრამაში Nothing Compares 2 U შეასრულეს. სიმღერა Prince-მა დაწერა და შინეიდ ო’კონორმა 1990 წელს შეასრულა. საირუსის და ჰოვარის ნამღერი ვერსია საკმაოდ  ემოციური იყო, ხოლო Alabama Shakes-ის ვოკალისტმა გიტარის პარტია დაუკრა.  მიუხედავად…

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

თუ სხვა არტისტების შემოქმედებითი გზის მთავარ მარკერებს მათი ჰიტები, ალბომები თუ ჩარტებში წარმატება წარმოადგენს, მაილი საირუსისთვის ეს მისი თმაა. უამრავი კარიერული მიღწევის მიუხედავად, 31 წლის მომღერლის ცხოვრებისეული ეტაპები ყოველთვის გადაჯაჭვული იყო იმასთან, თუ რა ხდებოდა მის თავს, პირდაპირი მნიშვნელობით –…

ფარელი მაილი საირუსთან თანამშრომლობას აანონსებს

ფარელი მაილი საირუსთან ერთად ჩაწერილ დუეტს აანონსებს, რომლის სახელწოდებაც, სავარაუდოდ, Doctor იქნება. ამის შესახებ მუსიკოსმა ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა და მანქანის მართვის დროს თაყვანისმცემლებს სიმღერის მცირე მონაკვეთი მოასმენინა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფარელმა Doctor საზოგადოებას წარუდგინა. იანვარში სიმღერა ლუი…

მაილი საირუსმა კარიერაში პირველი გრემი მიიღო

ლოს ანჯელესის Crypto.com-ის არენაზე 2024 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით 2023 წლის საუკეთესო მუსიკალური ნამუშევრები და მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები გამოავლინა.  ეს დაჯილდოება განსაკუთრებული აღმოჩნდა მაილი საირუსისათვის, რადგან მომღერალმა თავისი 16-წლიანი მუსიკალური კარიერის…

2024 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე  მაილი საირუსი იმღერებს

4 თებერვალს, ლოს ანჯელესის Crypto.com-ის არენაზე 2024 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. Billboard-ის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ცერემონიაზე მაილი საირუსი თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსოფლიო ჰიტს, Flowers-ს შეასრულებს. Ცერემონიის პირდაპირ რეპორტაჟს ტელევიზიით კომპანია CBS, ხოლო ინტერნეტით Paramount+ გადასცემენ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი…

მაილი საირუსის სიმღერა Louis Vuitton-ის კოლექციის ჩვენებაზე გაჟღერდა

2024 წლის 16 იანვარს Louis Vuitton-მა მამაკაცის ხაზის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა. ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე შედგა. ჩვენების პარალელურად სხვადასხვა კომპოზიცია გაჟღერდა. ერთ-ერთი მათგანი მაილი საირუსის და ფარელ უილიამსის ამ დრომდე გამოუქვეყნებელი ტრეკი Doctor იყო.  ფარელ უილიამსი ამჟამად Louis Vuitton-ის მამაკაცის…