მადონა დიდი ბრიტანეთის ჩარტის რეკორდს ამყარებს

ქალ შემსრულებელთა შორის ის ყველაზე მეტჯერ მოხვდა სინგლების ჩარტის ტოპ ათეულში.
მადონა 2023 წლის Celebration Tour-ში
Kevin Mazur/WireImage for Live Nation

მადონა კიდევ ერთხელ ამართლებს პოპის დედოფლის სტატუსს. მისი სიმღერა Popular, რომელიც მომღერალმა the Weeknd-სა და Playboi Carti-სთან ერთად ჩაწერა, დიდი ბრიტანეთის ჩარტის ისტორიაში შევიდა. გასულ კვირას კომპოზიცია მეათე ადგილზე გავიდა, რითაც მადონას 64-ე სინგლი გახდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტის ტოპ ათეულში მოხვდა. 

ამ შედეგით მადონა ქალ შემსრულებელთა შორის პირველ ადგილს იკავებს. მას მხოლოდ ორი ადამიანი უსწრებს და ორივე მათგანი მამაკაცია: ელვის პრესლი (ტოპ ათეულში შესული 76 სინგლით) და კლიფ რიჩარდსი (ტოპ ათეულში შესული 68 სინგლით).

ეს მადონასთვის ჩარტების ერთადერთი რეკორდი არ არის. დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტის პირველ ადგილზე მისი 12 ალბომია გასული, რაც ასევე რეკორდია ქალ სოლო შემსრულებელთა შორის. მას ტეილორ სვიფტი მოსდევს 10 ალბომით, რაც ალბათ ახალი ალბომის გამოცემის შემდეგ 11-მდე გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ სვიფტმა ალბომის The Tortured Poets Department გამოშვება 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე დააანონსა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქართველი არტისტი .Gwatta. ახალ ალბომს მუსიკალური სპექტაკლის ფორმით წარადგენს

შემდეგი სტატია

Manana – ქართველი მუსიკოსი, რომელმაც 12 გრემის მფლობელ პროდიუსერთან ითანამშრომლა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი