ქართველი არტისტი .Gwatta. ახალ ალბომს მუსიკალური სპექტაკლის ფორმით წარადგენს

Out Of Body, როგორც მუსიკალური სპექტაკლი, ფსიქიკური ჯანმრთელობის თემას ეხება.

9 და 10 თებერვალს სახელოვნებო სივრცეში „ჰარაკი” გვანცა ჯაფარიძის, იგივე .Gwatta.– ს მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. Out Of Body – ასე ჰქვია ალბომს, რომელსაც არტისტი ორიგინალური კონცეფციის პერფორმანსით წარადგენს.  ჟანრობრივი თავისებურებებით და დრამატურგიული ხაზის განვითარებით ალბომის პრეზენტაცია მუსიკალური სპექტაკლის ფორმას იძენს.

„Billboard საქართველო” .Gwatta.-ს დაანონსებული ალბომის შესახებ ესაუბრა. არტისტის თქმით, ნამუშევარი დრამატურგიულად ერთგვარი შინაგანი მოგზაურობაა. 

.Gwatta.:

„ეს ჩემი პირველი ალბომია ახალი სასცენო სახელით – .Gwatta.. თითოეულ სიმღერაში აღვწერ იმ მდგომარეობებს, რაშიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიყავი. სამუშაო პროცესი სრულიად ინტიმური იყო – ფროდაქშენზეც მხოლოდ მე ვიმუშავე. სტუდიური სესიები ზოგჯერ საკმაოდ რუტინულია, თუმცა ამგვარი შემოქმედებითი  პროცესი რუტინიდან  გამოსვლაში დამეხმარა.”

.Gwatta.

რაც შეეხება საპრეზენტაციო პერფორმანსს და მის მუსიკალურ ნაწილს, პროექტს ხუთი ადამიანისგან შემდგარი, სინთეზატორებით დაკომპლექტებული ორკესტრი წარადგენს. მუსიკალური წარმოდგენა შედგება ალბომში შემავალი სიმღერებისგან და სხვა ორიგინალური ნაწარმოებებისგან. Out Of Body, როგორც მუსიკალური სპექტაკლი, ფსიქიკური ჯანმრთელობის თემას ეხება. ის გვიყვება, თუ რას გრძნობს ადამიანი მენტალური კრიზისის დროს. აღწერს მარტოობის, შფოთვის მდგომარეობას და ტრავმასთან გამკლავების რთულ პროცესს. 

„თემა, რომელსაც ვეხებით – მენტალური ჯანმრთელობა და ის ტრანსფორმაცია, რომელსაც ადამიანი კრიზისული პერიოდის დროს გადის – მეტ ყურადღებას და სივრცეს მოითხოვს. ამაზე ბევრს არ ვსაუბრობთ. მინდოდა, რომ მუსიკასთან ერთად, კიდევ სხვა რაღაცითაც გამომეხატა ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ეს კოლაბორაცია მეცადა. პერფორმანსი სადადგმო ნაწილსაც მოიცავს, ქორეოგრაფიასაც, მუსიკალურ ნაწილსაც. მუსიკალურ ნაწილს არასტანდარტული შემადგენლობა – სინთესტრა წარმოადგენს. ეს არის სინთეზატორებით დაკომპლექტებული ორკესტრი, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის ჩამოვაყალიბე.”

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენის ქორეოგრაფიულ ნაწილზე არტისტი ბოლო ერთი წელი მუშაობდა. როგორც .Gwatta. ჩვენთან საუბრისას ამბობს, პროექტში ბევრი ადამიანია ჩართული, რაც სამუშაო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა. 

.Gwatta.

მუსიკალური წარმოდგენის რეჟისურა, ქორეოგრაფია და მხატვარობა თათა თავდიშვილს და ტატო გელიაშვილს ეკუთვნით. ანიმაციის ავტორი კი კოკა კიტიაა. 

სინთესტრას შემადგენლობაში არიან: გვანცა ჯაფარიძე, ქეთი ალექსიშვილი, ელის ავალიშვილი, სოფო ჩხეიძე და ზიკო ზვიად ნაზღაიძე.

მუსიკალურ სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნინი ნოზაძე, მარიამ ყიფიანი, მარი ენგურელი, მიხეილ ზაქაიძე და გუგა ქაცარავა. 

პროექტის ორგანიზატორია Stockton.

პრეზენტაციის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოპრა უინფრიმ გრემის დაჯილდოების კულისებიდან ტეილორ სვიფტთან და სელინ დიონთან ერთად გადაღებული ვიდეოები გაავრცელა

შემდეგი სტატია

მადონა დიდი ბრიტანეთის ჩარტის რეკორდს ამყარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი