ბიონსე ორ ახალ სიმღერას აქვეყნებს და ახალი სტუდიური ალბომის გამოშვების თარიღს აანონსებს

„Რენესანსი“ დასრულდა, მოისმინეთ სიმღერები Texas Hold ‘Em და 16 Carriages.
Beyonce
Beyonce

„Რენესანსი“ დასრულდა, მოისმინეთ სიმღერები Texas Hold ‘Em და 16 Carriages.

ბიონსემ სამმოქმედებიანი პროექტის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა, რომელზეც მომღერალი ჯერ კიდევ 2022 წელს საუბრობდა.

11 თებერვალს ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე  ბიონსემ სარეკლამო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უცნობი ქალი (სავარაუდოდ თავად ბიონსე) საჭესთან ზის, ავტომობილის სანომრე ნიშანზე კი შემდეგი ტექსტი წერია: Texas Hold ‘Em. იგივე ტექსტი ჩნდება ბილბორდზეც, ვიდეოს ბოლოს კი კადრი იჭრება და შავ ეკრანზე ჩნდება წარწერა – Act II, 3.29. ვიდეო ბიონსეს ოფიციალურ საიტზეც არის განთავსებული. 

ალბომის გამოცემა 29 მარტს იგეგმება, ხოლო სიმღერები Texas Hold ‘Em-ის და 16 Carriages, რომლებიც მასშია შესული, YouTube და TIDAL პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია.

თაყვანისმცემლების აზრით, სარეკლამო ვიდეოში ბიონსეს მშობლიურ შტატ ტეხასის კადრები და ქანთრი მუსიკის ფრაგმენტები იმაზე მიანიშნებს, რომ ახალი ალბომი სწორედ ამ ჟანრის მოტივებით იქნება გაჯერებული. ჯერ კიდევ უსახელო „აქტი II“ „რენესანსის“ გაგრძელებაა, იმ ალბომისა, რომლის სახელწოდებით გამართული მსოფლიო ტურნე Rennaisance World Tour მომღერლისთვის ისტორიული აღმოჩნდა – მისმა შემოსავალი  579 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ნახეთ ბიონსეს ახალი პროექტის Act II-ის სარეკლამო ვიდეო და მოისმინეთ სიმღერები Texas Hold ‘Em და 16 Carriages.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პოლ მაკარტნი და ტეილორ სვიფტი Super Bowl-ის შოუზე, 2024 წლის 11 თებერვალი, ლას ვეგასი, სტადიონი Allegiant.

2024 წლის Super Bowl-ის თამაშს ტეილორ სვიფტი პოლ მაკარტნისთან ერთად დაესწრო

შემდეგი სტატია

„Სუპერ ბოულის“ სანახაობრივი მუსიკალური შოუთი აშერი პოპ სცენაზე ხმაურიანად დაბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი