„Სუპერ ბოულის“ სანახაობრივი მუსიკალური შოუთი აშერი პოპ სცენაზე ხმაურიანად დაბრუნდა

აშერმა თავისი ჰიტები 15-წუთიანი პროგრამის განმავლობაში შეასრულა, არაერთი სასცენო კოსტიუმი მოირგო და სცენაზე ცნობილი ვარსკვლავები მიიწვია.
ფოტო: კევინ მაზური/Getty Images/Roc Nation

11 თებერვალს სტადიონ „ალეჯიანტზე“  ამერიკული საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა. „სუპერ ბოულის“ სახელით ცნობილი თამაში ამერიკის სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და რეიტინგული მოვლენაა და ამას მნიშვნელოვნად განაპირობებს ტაიმებს შორის გამართული მუსიკალურ შოუ. 

წელს მაყურებელმა აშერის გამოსვლა იხილა. 15-წუთიანი პროგრამის განმავლობაში მუსიკოსმა თავისი ცნობილი ჰიტები შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პოპ-მუსიკის ერთ-ერთ წამყვანი ფიგურის სტატუსს კვლავაც ინარჩუნებს. 

მიუხედავად იმისა რომ აშერი არასდროს გამქრალა მუსიკალური სივრციდან, ბოლო პერიოდი მაინც განსაკუთრებით წარმატებული ჰქონდა. ახლახან მისი ალბომი Coming Home გამოვიდა, მანამდე კი მუსიკოსმა საკონცერტო ტურნე დააანონსა 

„Სუპერ ბოულის“ ტაიმებს შორის გამართულ შოუზე აშერის გამოჩენა საკმაოდ დინამიკური გამოდგა. ამ პერიოდში მან არაერთი სასცენო კოსტიუმი მოირგო, სცენაზე მიიწვია  ცნობილი ვარსკვლავები, მათ შორის ალიშა ქისი,  H.E.R., will.i.am და ლილ ჯონი. ამ სანახაობრივი დინამიკითა და ქორეოგრაფიული გაფორმებით თხუთმეტმა წუთმა მაყურებლისათვის ძალიან სწრაფად გაიარა. აღსანიშნავია, რომ  აშერის მუსიკალური წარმოდგენა „სუპერ ბოულის“ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო. 

„ამბობდნენ, რომ დღეს აქ ყოფნას ვერ შევძლებდი. დედა, ჩვენ ეს შევძელით!”- აღნიშნა ვარსკვლავმა Superstar-ის შესრულებისას და სიმღერა დედას მიუძღვნა. 

„Სუპერ ბოულის“ მუსიკალური შოუს სცენაზე აშერის წინამორბედი რიანა იყო. მან 2023 წლის ლიგის ფინალის ტაიმებს შორის იმღერა და მისი გამოსვლა ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად იქცა. ამის მიზეზი ისიც გარდა, რომ რიანამ შოუს მსვლელობის დროს მაყურებელს თავისი მეორე ორსულობა გაუმხილა. რაც შეეხება აშერის გამოსვლას, ის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნაწილით იყო გამოკვეთილი, რა დროსაც აუდიტორიამ შემსრულებლის გამორჩეული უნარები იხილა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Beyonce

ბიონსე ორ ახალ სიმღერას აქვეყნებს და ახალი სტუდიური ალბომის გამოშვების თარიღს აანონსებს

შემდეგი სტატია

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მებო ნუცუბიძემ ახალი სიმღერა გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი