„სუპერ ბოულის” ფინალზე ფილმ Wicked-ის პირველი ტრეილერის პრემიერა შედგა

პროექტი ორ ნაწილად გამოვა. პირველი ნაწილის პრემიერა 2024 წელს, ნოემბერში, მადლიერების დღეს შედგება.
Wicked/Universal Pictures

2024 წლის სუპერ ბოულის ფინალური შოუს დროს მაყურებელმა ტრადიციისამებრ მრავალი რეკლამა, თუ პრომოვიდეო იხილა და მათ შორის იყო ხმაურიანად დაანონსებული მხატვრული ფილმის, Wicked-ის ტრეილერი. ფილმში  ერთ-ერთ მთავარ როლს არიანა გრანდე ასრულებს. აღსანიშნავია, რომ სუპერ ბოულის ფინალის დროს წარმოდგენილი ვიდეო, ფილმის პირველი ტრეილერია. 

არიანა გრანდე კეთილი ჯადოქრის, გლინდას გმირს განასახიერებს, მისი მოწინააღმდეგე კი უარყოფითი პერსონაჟია, რომელსაც ელფაბა ჰქვია და მის როლშიც მაყურებელი სინთია ერივოს იხილავს. ტრეილერში ორი პერსონაჟის შეხვედრის სცენაა აღბეჭდილი. გავრცელებულ კადრებში ფილმის კიდევ ერთი საკვანძო გმირი, ოზის ჯადოქარი ჩნდება. მას განასახიერებს მსახიობი ჯეფ გოლდბლუმი. ფულმში ასევე ვიხილავთ ჯონათან ბეილს, რომელიც მაყურებლის დიდმა აუდიტორიამ სერიალ „ბრიჯერტონიდან“ გაიცნო. ტრეილერში ასევე ვხედავთ ოსკარის მფლობელ მსახიობ მიშელ იოს, რომელიც მიუზიკლის ანტაგონისტი გმირის, მადამ მორიბლის როლს ასრულებს. 

Wicked ჯონ ემ ჩუს სარეჟისორო ნამუშევარია და ის ბროდვეის ამავე სახელწოდების ცნობილი მიუზიკლის მხატვრული ეკრანიზაციაა. მიუზიკლის სასცენო წარმოდგენა, თავის მხრივ, გრეგორი მაგუაირის რომანის ადაპტაციაა. დაანონსებული ფილმი გაერთიანებულ სამეფოში გადაიღეს. პროექტი ორ ნაწილად გამოვა. პირველი ნაწილის პრემიერა 2024 წელს, ნოემბერში, მადლიერების დღეს შედგება, მეორე ნაწილს კი მაყურებელი 2025 წელს იხილავს. 

იხილეთ ტრეილერი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მებო ნუცუბიძემ ახალი სიმღერა გამოუშვა

შემდეგი სტატია

როდ სტიუარტი, 2021 წლის 14 სექტემბერი, ლონდონი, ფოტო: სამირ ჰუსეინი

როდ სტიუარტის აზრით, ედ შირანის მუსიკა დროს ვერ გაუძლებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი