როდ სტიუარტის აზრით, ედ შირანის მუსიკა დროს ვერ გაუძლებს

„მისი არცერთი სიმღერა არ ვიცი” – თქვა როდ სტიუარტმა
როდ სტიუარტი, 2021 წლის 14 სექტემბერი, ლონდონი, ფოტო: სამირ ჰუსეინი
როდ სტიუარტი, 2021 წლის 14 სექტემბერი, ლონდონი, ფოტო: სამირ ჰუსეინი

ჟურნალ „თაიმსთან“ ინტერვიუში ლეგენდარულმა ბრიტანელმა მომღერალმა როდ სტიუარტმა იმ ახალგაზრდა არტისტებზე ისაუბრა, რომელთა შემოქმედებაც, მისი აზრით, დროის გამოცდას გაუძლებს.

79 წლის მუსიკოსმა დაასახელა ისეთი სიმღერები, როგორიცაა, მაგალითად, Maggie May და თქვა, რომ მისი აზრით, ის 50 წლის შემდეგაც პოპულარული იქნება.  

„ერთი მუსიკოსი მომწონს, ოღონდ, არ მახსოვს, რა ქვია. ბრიტანელია და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა. ვფიქრობ, მისი მუსიკა დროს გაუძლებს”, – თქვა როდ სტიუარტმა, ხოლო როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, გულისხმობდა თუ არა ედ შირანს, სტიუარტმა უპასუხა, რომ მისი არცერთი სიმღერა არ აქვს მოსმენილი. 

Საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ როკის ლეგენდა ჯორჯ ეზრას გულისხმობდა. „ვფიქრობ, ის საოცარ სიმღერებს წერს, რომლებიც აუცილებლად გაუძლებს დროს“ – თქვა შოტლანდიელმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ედ შირანმა ახალი ალბომი, Autumn Variations გამოსცა, რომლითაც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა: ალბომმა ბრიტანულ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი „ბილბორდის“ ალბომების გაყიდვების ჩარტშიც გალიდერდა. Autumn Variations ედ შირანის მეექვსე No.1 ალბომი გახდა. 

2023 წელს შირანმა ტურნე The Mathematics Tour დაასრულა, სადაც დასწრების რეკორდი ისეთ სტადიონებზე მოხსნა, როგორებიცაა ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე „მეტლაიფი“ და მელბურნის კრიკეტის მოედანი ავსტრალიაში. ედ შირანმა ტურნეს აზიური ეტაპი იანვარში დაიწყო.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„სუპერ ბოულის” ფინალზე ფილმ Wicked-ის პირველი ტრეილერის პრემიერა შედგა

შემდეგი სტატია

16 Carriages და Texas Hold ‘Em – ბიონსე ქანთრი ჟანრის მიმართ ინტერესს ორი ახალი სიმღერით ავლენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი